"საკუთარ შესაძლებლობაში მუდამ დარწმუნებული ვიყავი და ეჭვი არასოდეს არ შემიტანია. როდესაც ტრავმირებული ხარ, მორალური მდგრადობა უნდა შეინარჩუნო. რთული პერიოდი გავიარე, მაგრამ დადებითი მომენტებიც იყო. ყოველთვის ვრჩებოდი ოპტიმისტად.
ტრავმის რისკი? ეს ყველას გააჩნია. მე კი არა მაქვს და მოტივირებული ვარ. მეკარემ შიშის გრძნობა გუნდს არ უნდა გადასცეს.
მესმის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სულიერი მდგომარეობა. მან "ბარსელონაში" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ყოველ ჩვენთაგანს სურს თამაში. ის გუნდისთვის ძვირფასი ფეხბურთელია", - განუცხადა ნოიერმა