BBC-ის კვლევის შედეგები - მუნდიალს ბელგიის ნაკრები მოიგებს

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა.

კვლევის პირველ ეტაპზე 32 ნაკრებიდან 24 მოიკვეთა, რადგან ტურნირის ჩატარების დღიდან მხოლოდ ის გუნდები გამხდარან გამარჯვებულები, რომლებიც წილისყრის დროს პირველ კალათში მოხვდნენ. გამომდინარე აქედან, დარჩნენ: საფრანგეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი და რუსეთი.

მეორე ეტაპზე ფავორიტების რიცხვს რუსეთი გამოაკლდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ რუსეთი მასპინძელია.

შემდეგ გამოვარდა პოლონეთი, რადგან პოლონელთა დაცვის ხაზი ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებთან შედარებით ყველაზე სუსტი იყო.

მეოთხე ეტაპზე გაითვალისწინეს ტენდეცია, რომ იმ
მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებული, რომელიც ევროპაში ტარდება, ევროპული ნაკრები ხდება. გამომდინარე აქედან, სიას ბრაზილია და არგენტინა გამოაკლდნენ.

შემდეგ გამოცემამ ყურადღება ძლიერი მეკარის ფაქტორზე გაამახვილა, რის გამოც აუტსაიდერი პორტუგალია აღმოჩნდა.

მეხუთე ეტაპზე ფავორიტების სია საფრანგეთმა დატოვა, რომელიც დარჩენილებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად გამოცდილი აღმოჩნდა.

მოსალოდნელ ფინალში კი გერმანია და ბელგია აღმოჩნდნენ, სადაც ბელგიელები მოიგებენ. კვლევის მიხედვით, ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ნაკრებს ზედიზედ ორჯერ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი დღეს რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნება.

altფაქტები, ისტორია, ელემენტარული ინფო და პირველი მატჩი - დღეს მუნდიალი ოფიციალურად გაიხსნება

მკითხველის კომენტარები / 4 /
შალვა 73, აბსოლიტურად გეთანხმები. SPORTALL.GE ავტორიტეტული გამოცემა მგონია და არ უნდა უშვებდეს ასეთ შეცდომებს.
slava
18:03 14-06-2018
0
და ურუგვაის ზედიზედ ორჯერ მოგება სადღაა? ანუ სამჯერ იყო ისტორიაში.მიოუხედვად იმისა რომ ძლაინა დრე მაგრამ მაინც იყო.
10

სიახლეები პოპულარული