მუნდიალი 2018: შვედეთმა სამხრეთ კორეას პენალტით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს მუნდიალის მე-5 სათამაშო დღის პირველი მატჩი გაიმართა.

F ჯგუფში შვედეთის ნაკრებმა სამხრეთ კორეას მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო.

შეხვედრა, შეიძლება ითქვას, თანაბრად წარიმართა, თუმცა შვედების შეტევები ძალიან სახიფათო იყო და სკანდინავიელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. აღსანიშნავია სამხრეთ კორეის მეკარის, ჩოს ბრწყინვალე თამაში, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

მე-60 წუთზე მსაჯმა, ვიდეოგამეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც გამოცდილმა ანდრეას გრანკვისტმა ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

ორშაბათი. 18 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. ნიჟნი სთედიუმი
შვედეთი-სამხ. კორეა 1:0
გოლი: 1:0 ანდრეას გრანკვისტი (64)


შეგახსენებთ, რომ დღეს G ჯგუფში ორი შეხვედრა ჩატარდება. 19:00 საათზე ბელგიის ნაკრები პანამას შეხვდება, ხოლო 22:00 საათზე ინგლისის ნაკრები ტუნისს ეთამაშება.

altმუნდიალი 2018. V დღის მატჩების წინ: როცა ინგლისი ფავორიტი აღარ არის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული