მანუელ ნოიერი: შვედეთთან სულ სხვა გერმანიის ნაკრებს იხილავთ

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორ განიცადეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მექსიკასთან 0:1 წაგება.

"ჩვენს გუნდში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან, რომელთაც დიდ ტურნირებზე აქვთ მონაწილეობა მიღებული. ჩვენთან არ არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რადგან გუნდი ვართ და შედეგზე პასუხს ისე ვაგებთ, როგორც გუნდი.

პირველი თამაშის წაგების შემდეგ ყოველი შემდეგი შეხვედრა ჩვენთვის ფინალურია. გამუდმებით ამაზე ვლაპარაკობთ. მაგალითად, დღეს ძალიან მკაცრი და არასასიამოვნო საუბარი გვქონდა ჩვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ეს საჭიროა, ბიჭებმა თავიანთი მოსაზრება უნ
და გამოთქვან. მწვრთნელს მხარს ვუჭერთ და შვედეთთან სულ სხვა გერმანიის ნაკრებს იხილავთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული