შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: გაცოფებული გერმანელები გამარჯვებას ჩვენს წინ ზეიმობდნენ, ასე მოქცევა არ შეიძლება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიასთან დამარცხების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო შვედების მწვრთნელი იანე ანდერსონი.

"გერმანელები გამარჯვებას ჩვენს წინ ზეიმობდნენ, ჩვენს სათადარიგოთა სკამზე, გაცოფებულები. ძალიან გავბრაზდი. როდესაც თამაში მთავრდება, მეტოქეს ხელს ართმევ და მიდიხარ. ასე მოქცევა არ შეიძლება.

ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, ბერგზე უხეშობისთვის პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. გერმანელებმა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. ეს ყველაზე უარესი მატჩია ჩემს კარიერაში.

ბოლოს ძალიან დავიღალეთ. ბურთი ისეთ დროს დავკარგეთ, როდესაც კარგად შეგვეძლო შეგვეტია. ეს საჯარიმო არაჩვეულებრივი ინდივიდუალური მიღწევაა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
მასე ზეიმობდით იტალიასთან, მარა არავის დაუშლია თქვენთქვის...
gg
24 ივნისი 2018 09:14
0
ამ შვედეთს ისევ ის იტალია და ჰოლანდია თუ არ გირჩევნიათ თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა.უყურეთ შვედეთს, ისლანდიას და ირანს და დატკბით თუ ეგეთი გუნდების ჩემპიონატი გინდათ.მე სულ არ ვარ გერმანელების გულშემატკივარი მარა შვედების გასვლას უსევ ამათი გასვლა მირჩევნია....
gg
24 ივნისი 2018 12:49
1
იტალიამ სუს რა...
იტალიას
24 ივნისი 2018 11:46
5
საწყალი შვედები. მაგრამ ბოლოსკენ ჯერ გომესმა დაატაკა პირდაპირ მეკარეს, მერე ბრანდტმა ძელს და ბოლოს გაიტანეს კიდეც. ვინ იტყვის რომ გერმანია არ იმსახურებდა. თუმცა პენალტიც იყო გერმანიის კარში... იტალიაც რაღაც უაზრო ფეხბურთით გამოთიშეს და ახლა გერმანიაც კინაღამ გამოაგდეს. ასე რომ გეყოთ რა. წაით ბიძიკო სახლში. თუ რამე შეგიძლიათ, მოუგეთ მექსიკას და გახვალთ.
odala
24 ივნისი 2018 08:48
1
როგორც ყოველთვის ბრაზილიის ბალშევიკი ვარ,მაგრამ გერმანელების ჯგუფში ჩარჩენა საცოდაობა იქნებოდა. უდავოდ იმსახურებდნენ მოგებას! გული და სული ჩადეს თამაშში.
დავით 67
25 ივნისი 2018 14:29
2
რატომ მიცეს თამაში?
dggs
24 ივნისი 2018 11:02
8

სიახლეები პოპულარული