ტაპიამ განაცხადა, რომ სამპაოლის კონტრაქტი 2022 წლის სექტემბრამდე აქვს გაფორმებული და თანაც, ნიგერიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ ვერ მოხსნიან. მან ჟურნალისტებს მხოლოდ ეს უთხრა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.
მოკლედ, ამბოხი არ შედგა და თავდამსხმელ სერხიო აგუეროს, რომელმაც სამპაოლიზე თქვა, რაც უნდა ის ილაპარაკოსო, სამშაბათს არ ათამაშებენ.
აგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს
შემადგენლობას სამპაოლი დააყენებს და ცნობილი გახდა, რომ
გუნდის ლიდერი ლეო მესი გუშინ 31 წლის გახდა და მშვენიერ ხასიათზე იყო. მან თქვა, რომ ისე არ უნდა პენსიაზე გავიდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არ გახდეს, მომავალი მუნდიალისას 35 წლის იქნება, მაშინ უფრო ძნელი იქნება ოცნების ასრულება და მათ გამარჯვებას მილიონობით თანამემამულე ელის.
არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს სანკტ პეტერბურგში ჩატარდება.
არგენტინელი მწვრთნელი: ლეო მესიმ შვიდი მწვრთნელი "მოინელა", ნაკრებიდან გასაგდებია
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს