კანტონა - ბრაზილიის ნაკრებს: მეტი არავითარი ნიანგის ცრემლები

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ერიკ კანტონამ სოციალურ ქსელში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, სოკრატესის სურათი გამოაქვეყნა და "სელესაოს" ფეხბურთელებს მოუწოდა, აღარ იტირონ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

კოსტა-რიკასთან მატჩში ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მატჩის შემდეგ კი იტირა.

"მეტი არავითარი ტყუილი. მეტი არავითარი ნიანგის ცრემლები. მეტი არავითარი ნარცისიზმი. მოდით, გვიყვარდეს ბრაზილია ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა", - დაწერა კანტონამ სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული