მუნდიალი 2018: რუსეთი პირველივე სერიოზულმა მეტოქემ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონტზე A ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩში ურუგვაიმ რუსეთს 3:0 სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საუდის არაბეთმა კი ეგვიპტეს 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-10 წუთზე საჯარიმოთი სუარესმა გახსნა და უნდა აღინიშნოს, რომ მეკარე აკინფეევმა შეცდომა დაუშვა. შემდეგ ჩერიშევის დარტყმული მუსლერამ მოიგერია და 25-ე წუთზე ლაქსალტმა ჩერიშევისგან რიკოშეტით მეორე გოლი გაიტანა. მორიგი იერიშისას კი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. 36-ე წუთზე სმოლნიკოვმა ლაქსალტი მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რუსეთის ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მეორე
ტაიმში სამხრეთამერიკელებს თამაში არ გაუმწვავებიათ, კავანიმ მესამე გოლი მაინც გაიტანა და 3:0 გაიმარჯვეს.

A ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. სამარა. 41 970 მაყურებელი
რუსეთი - ურუგვაი 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (10), 0:2 ჩერიშევი (25, საკ. კარში), კავანი (90)
გაძევება: სმოლნიკოვი (36)

ურუგვაი: მუსლერა, გოდინი, კოატესი, კასერესი, ნანდესი (როდრიგესი 73), ტორეირა, ბენტანკური (არასკაეტა 63), ვესინო, ლაქსალტი, კავანი (გომესი 90), სუარესი

რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, გაზინსკი (კუზიაევი 46), ზობნინი, სამედოვი, ალ. მირანჩუკი (სმოლოვი 60), ჩერიშევი (ფერნანდესი 38), ძიუბა


ორივე გუნდი ჯგუფში იყო ჩარჩენილი და ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეგვიპტის ნაკრებში 45 წლის მეკარემ, ესამ ელ ჰადარიმ ითამაშა, რომელიც მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია.

A ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. ვოლგოგრადი. 36 823 მაყურებელი
საურის არაბეთი - ეგვიპტე 2:1
გოლები: 0:1 სალაჰი (22), 1:1 ალ ფარაჯი (45+6, პენ), 2:1 ალ დავსარი (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ალ მუვალადი (41)

საუდის არაბეთი: ალ მოსალემი, მ. ჰავსავი, ო. ჰავსავი, ალ ბურაიქი, ალ შაჰრანი, ბაბჰინი (ასერი 65), ალ ფარაჯი, ოტაიფი, ჰუსაინი, ალ დავსარი, ალ მუვალადი (ალ შეჰრი 79)

ეგვიპტე: ელ ჰადარი, ფათჰი, ალი გაბრი, ჰეგაცი, აბდელშაფი, ელ ნენი, ჰამედი, სალაჰი, ელ საიდი (ვარდა 45+7), ტრეზეგე (კაჰრაბა 81), მოჰსენი (სობჰი 64)

მკითხველის კომენტარები / 9 /
უსაფუძვლო "დერჟავული" ბაქი-ბუქი, როგორც ყოველთვის.
თავიანთ პრემიერ ლიგაში შეყრილი ჰყავთ ნახევარი ბრაზილია და აფრიკა, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ და მაინც არაფერი გამოსდით და არც გამოუვათ იმიტომ რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ სხვა კომპონენტები სჭირდება.
მომდევნო შეხვედრაში ესპანეთი მიაპანჩურებს და მაგით დამთავრდება მათი ხბოს აღტკინება.
ერთი სიტყვით როსსიას კომპოტში ჩაუსკინტლეს, "ზატო კრიმ ვაშ".
WTF
26 ივნისი 2018 13:06
1
უსაფუძვლო "დერჟავული" ბაქი-ბუქი, როგორც ყოველთვის.
თავიანთ პრემიერ ლიგაში შეყრილი ჰყავთ ნახევარი ბრაზილია და აფრიკა, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ და მაინც არაფერი გამოსდით და არც გამოუვათ იმიტომ რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ სხვა კომპონენტები სჭირდება.
მომდევნო შეხვედრაში ესპანეთი მიაპანჩურებს და მაგით დამთავრდება მათი ხბოს აღტკინება.
ერთი სიტყვით როსსიას კომპოტში ჩაუსკინტლეს, "ზატო კრიმ ვაშ".
WTF
26 ივნისი 2018 12:58
2
სხვა კომპონენტი სჭირდება ნაღდად: მსაჯის გინება უნდა იცოდნენ ფეღღღბურთელებმა, ჩემი დედა უნდა ჰქონდეს დამუღაბული და მატჩების გაყიდვა ეხერხებოდეს. ქართული ფეხბურთის პატრონები რომ ვინმეზე ილაპარაკებენ... ხალხმა ისიც კი არ იცის სიტყვა ფეხბურთი როგორ გამოითქმის ან იწერება.
Odala
26 ივნისი 2018 16:31
1
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ!
Alex.F.
26 ივნისი 2018 02:06
0
ვაიმ ვუის მოუგო!!!!!!
გიგა
26 ივნისი 2018 01:52
5
„მალადეც“ ურუგვაი :) ჩემი ფავორიტი გახდა ეს გუნდი ამ თამაშის შემდეგ. კორუმპირებულ ფიფას რა ვუთხარი თორემ მოძალადე და ოკუპანტი ქვეყანა არ იყო ღირსი ამ საფეხფურთო ზეიმისთვის ემასპინძლა. გაილაღეს არაბებთან და შეიქმნა მითი რუსების ძლიერებაზე ( ესეც მათი თაღლითი პრეზიდენტის მოგვარებული მგონია) შეხვდა თუ არა ნორმალური გუნდი თავის ადგილზე მოსვეს „როსია“. მერვედფინალში კიდევ ერთი გაფარჩაკება ელოდებათ ესპანეთისგან ან პორტუგალიისგან. .
irakli81
25 ივნისი 2018 20:06
10
რუსეთის DD-ც მაგრამ სანამ სხვის "გაუპატიურებაზე" ილაპარაკებთ უკან მოიხედეთ და გაიხსენეთ ლუქსემბურგი და მაგისთანები. სირცხვილია /
GIO
26 ივნისი 2018 12:05
1
ოდალას

რა არ მოგეწონა ოდალ? რასია რომ გააუპატიურეს თუ მერვედფინალში კიდევ რომ გააუპატიურებენ???
ასე ,,იავნადაც" ნუ გაიშიფრავ თავს!!!
პროვოკატორი
26 ივნისი 2018 08:10
5
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული