მარადონას სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა-ნიგერიის მატჩისას ლეგენდარული დიეგო მარადონა მაგრად გულშემატკივრობდა თავის გუნდს, არაადეკვატურად იქცეოდა, თამაშამდე ნიგერიელ გოგონასთან ერთად იცეკვა, მესის პირველი გოლისას გიჟს დაემსგავსა, მერე ჩაეძინა, ხოლო როდესაც მარკოს როხომ გამარჯვების გოლი გაიტანა, მთლად არანორმალური გახდა და ვიღაცას ორივე ხელის შუა თითს უჩვენებდა. მას არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ ის შეუძლოდ შეიქნა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც იუწყებიან, მას ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და წნევა დაუვარდა. ახლა დიეგო თავს უკეთ გრძნობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კერძო თვითმფრინავით მოსკოვში გადააფრინეს.
შენ გუშინდელი არგენტინის გამარჯვება მესის სუპერთამაშის დამსახურება გგონია? ბანეგა, მასკერანო, როხო - აი ეს ფეხბურთელები იბრძოდნენ და მესი სამწუხაროდ კვლავ დადგა მეორე ტაიმში. 67-70 წუთები ნახე აბა როგორ მოძრაობს მესი მოედანზე და ამოტივირებს გუნდს გაშვებული გოლის შემდეგ.
ggg
27 ივნისი 2018 09:05
11
1
სერიოზულად???? გუშინ ბანეგამ დაახია ბურთი თავზე ნიგერიას , 1 გოლი გაიტანა ტიპმა და უკვე გგონია რამე ქნა? ძალიან უკლასო გუნდს მოუგო, მაგრად მკიდია თქვენი დაპირისპირება რონალდოსი და მესის, თქვენ ხართ ხალხი ვისაც ფეხბურთი არ უყვარს, მაგრამ აშკარაა რომ ამ მსოფლიოზე რონალდუ ბევრად მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, 5 გოლი აქვს გატანილი გუნდს და აქედან 4 რონალდოსია და ტიპი რა პასებს უკეთებს თანაგუნდელებს მაგრამ რა აზრი აქვს როდესაც გოედეში გყავს გუნდში (მესიც ეგეთ პონტშია, რა აზრი აქვს იგუანი რომ გყავს გუნდში :( )
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.