მუნდიალი 2018. F ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: როცა ქულას ოქროს ფასი აქვს...

AutoSharing Option
კიდევ ერთ ჯგუფში სრულდება ასპარეზობა და კიდევ ერთ გრანდს მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა - ამჯერად, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას.

ტონი კროოსის გოლმა შვედეთის ნაკრებთან "ბუნდესგუნდი" გამოუვალი მდგომარეობიდან კი იხსნა, მაგრამ გერმანია ჯერ სულაც არ არის სამშვიდობოს.

ბოლო ტურში იოახიმ ლიოვის გუნდი უქულო და მაგრამ ჯერ არგავარდნილ სამხრეთ კორეას ხვდება. ამ ჯგუფში შესაძლოა, ისე ჩაიხლართოს ვითარება, რომ 6-ქულიანი ლიდერი მექსიკა პლეი-ოფს მიღმა დარჩეს.

რა შემთხვევაში შეიძლება გავიდეს მერვედფინალში კორეის გუნდი? თუ ის გერმანიას 1-ზე მეტი გოლის სხვაობით მოუგებს და შვედეთი დამარცხდება მექსიკის
ნაკრებთან.

რაც შეეხება გერმანიას, ამ გუნდმა ერთი სასწაულებრივი მატჩი უკვე აჩვენა, როცა ათი კაცით, ბოლო წამებზე დაამარცხა შვედეთის ძალიან კარგი გუნდი. "არასოდეს ჩემს კარიერაში არ მქონია ასეთი მაღალი პულსი, საკუთარი გულის ხმა მესმოდა", - აღიარა მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვმა.

გერმანიის ამოცანა ერთი შეხედვით მარტივია - გუნდმა უნდა დაამარცხოს სამხრეთ კორეის ნაკრები ან ფრედ ითამაშოს, მაგრამ მეორე თამაშში შვედეთმა არ უნდა მოიგოს.
აზიელებს არ ეყოლებათ ტრავმირებული სუნ-იონ კი, 29 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ კი იაპონიის ნაკრების კაპიტანია. "სუონსის" ნახევარმცველი "ლურჯი სამურაებისთვის" დიდი დანაკლისია. გერმანიას არ ეყოლება სებასტიან რუდი, რომელმაც ცხვირი გაიტეხა შვედეთთან დაპირისპირებაში. არ იქნება არც ამ მატჩში გაძევებული ჟერომ ბოატენგი, ის დისკვალიფიცირებულია.

F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნის. ყაზანი. აზან არენა
სამხ. კორეა-გერმანია 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
სამხ. კორეა (4-2-3-1): ჰიუნ-ვოო ჩო - იონ ლი, ჰიუნ-სოო იანი, იუნ-გვონ კიმი, მინ-ვოო კიმი - სუნ-იუენ კი, სე-იონ იუ - სეონ-მინ მოონი, ჯაე-სუნ ლი, ჰეე-ჩან ჰვანგი - ჰეუნ-მინ სონი
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ჰუმელსი, რიუდიგერი, ჰექტორი - გიუნდოგანი, კროოსი - მიულერი, როისი, ვერნერი - გომესი
არბიტრი: მ. გაიგერი (აშშ)

* * *

მექსიკის ნაკრებს ფრეც კი ჰყოფნის ჯგუფის მოსაგებად. გუნდში განსაკუთრებულ ყურადღებას ირვინ ლოსანო იქცევს, რომლის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია. შვედეთს გერმანიასთან დრამატული მატჩის შემდეგ, ბოლო ტურში გერმანიაზე უკეთ თამაში მართებს.

F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ეკატერინბურგი. ცენტრალური
მექსიკა-შვედეთი 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა - ალვარესი, სალსედო, მორენო, გალიარდო - ერერა, გუარდადო - ლაიუნი, ველა, ლოსანო - ხ. ერნანდესი
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი,აუგუსტინსონი - კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ტოივონენი, ბერგი
არბიტრი: ნ. პიტანა (არგენტინა)

ფაქტები
  • გერმანიის ნაკრები ცუდ ფორმაშია - ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (3 ფრე, 3 წაგება).
  • კიდევ უფრო უარეს ფორმაშია სამხრეთ კორეის ნაკრები - ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 6 წაგება).
  • გერმანია და სამხ. კორეა მუნდიალებზე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორჯერვე გერმანიის ნაკრებმა მოიგო.
  • ბოლო 7 მატჩია, რაც გერმანელებს კარი მშრალად ვერ შეუნახავთ.
  • მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) გერმანიამ ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო.
  • შვედეთი და მექსიკა ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ევროპელებმა 2-ჯერ მოიგეს, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, ერთიც მექსიკელებმა მოიგეს.
  • აქედან მხოლოდ ერთი დაპირისპირება იყო მუნდიალზე - 1958 წელს შვედეთმა მექსიკას 3:0 მოუგო. ეს იყო ჯგუფურ ეტაპზე.
  • შვედეთის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.
  • მექსიკის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დათმო (6 გამარჯვება).

altმუნდიალი 2018. E ჯგუფის ბოლოს მატჩების წინ: ორი საგზური, სამი შანსი


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სამურაები რის იაპონია?
dato
16:51 27-06-2018
0
ავტორი მაგარი აჭრილია ეტყობა სიცხეების ბრალიააააააააა
იმერელი
17:42 27-06-2018
0

სიახლეები პოპულარული