მუნდიალი 2018: გერმანიამ სამხრეთ კორეასთან დამარცხება და ტურნირიდან გავარდნა "მოახერხა" [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში F ჯგუფში გერმანიამ უხეიროდ ითამაშა, "მოახერხა" და სამხრეთ კორეასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. მუნდიალების ისტორიაში ბუნდესგუნდი არასოდეს არ ჩარჩენილა ჯგუფში. შვედეთმა კი 3:0 დაამარცხა მექსიკა და ეს ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება განახორციელა, იოზილი და ჰედირა დააბრუნა სასტარტოში, ტრავმა მოირჩინა და მწყობრში ჩადგა ჰუმელსი. ისევ გადახალისებულმა ბუნდესგუნდმა პირველ ტაიმში უხეიროდ იასპარეზა და გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე გავიდნენ.

ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში დაალაგა გერმანიამ თამაში და ლიოვმა შეტევის გასაძლიერებლად ჰედირა გომესით,
ხოლო გორეცკა მიულერით შეცვალა. ბოლოსკენ ექტორი მოხსნა და ბრანდტი შეუშვა მოედანზე, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ეგ კი არადა, ბოლოს ორი გოლი გაუშვეს და...


F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. კაზანი. 41 835 მაყურებელი
სამხრეთ კორეა - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 კიმი (90), სონი (90+6)

სამხრეთ კორეა : ჩო, ლი, იუნი (ჰვანგი 56), ჰონგი, იანგი, კიმი, ლი ჯუ, კოო, ჰვანგი,სონი, მუნი (იუნი 69)

გერმანია : ნოიერი, კიმიხი, ზულე, ჰედირა (გომესი 58), ჰუმელსი, ექტორი (ბრანდტი 79), კროოსი, იოზილი, გორეცკა (მიულერი 63), როისი, ვერნერი

altმესუთ იოზილს გერმანელმა გულშემატკივრებმა აგინეს და აფურთხეს

altრიო ფერდინანდი: ლეროი სანე, სად ხარ? გერმანიამ საუკეთესო ფეხბურთელი პლაჟზე გაუშვა

altიოახიმ ლიოვი: ჯგუფიდან გასვლის ღირსები არ ვიყავით. არ ვიცი, გადავდგები თუ არა


მატჩის პირველ ტაიმში ბურთს  უფრო ხშირად მექსიკელები ფლობდნენ, თამაში გადრამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და შესვენებამდე გოლი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ "ტრე კრუნურმა" ნანინანატრი გოლი ნაანტრაქტევს გაიტანა. თავი აუგუსტინსონმა გამოიჩინა. მერე შვედებმა პენალტი მოინადირეს და გრანკვისტმა ანგარიში გაზარდა. 74-ე წუთზე კი ალვარესის რიკოშეტით ანგარიში 0:3 გახდა.


F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ეკატერინბურგი. 33 061 მაყურებელი
მექსიკა - შვედეთი 0:3
გოლები: 0:1 აუგუსტინსონი (50), 0:2 გრანკვისტი (62, პენ), 0:3 ალვარესი (74 საკ. კარში)

მექსიკა : ოჩოა, ალვარესი, სალსედო, მორენო, გალიარდო(ფაბიანი 65), ერერა, გუარდადო (კორონა 75), ლაიუნი (პერალტა 88), ველა, ლოსანო, ჩიჩარიტო

შვედეთი : ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, კლაესონი, ლარსონი (სვენსონი 57), ეკდალი (ჰოლემარკი 79), ფორსბერგი, ტოივონენი, ბერგი (ტელინი 67)
მკითხველის კომენტარები / 26 /
და როსის რა ფული შემოაკლდა და მიტო მოხვდა ციხეში ჩაწყობილი თამაშისთვის თუ უფულოდ გააკეთა ეს რათქმაუნდა დიდ ფულს იღებენ როცა ყიდიან თამაშებს ან იუვეს უფროსობას შემოაკლდა მაყუთი და მიტო ადურთიეს თავი ქვედა ლიგაში თუ მარსელის ოლიმპიკის პრეზიდენტი რო ყიდულობდა თამაშებს იმ გუნდების ფეხბურთელები იყვნენ ღარიბები. ასობით მილიონზეა საუბარი და არა ას დოლარზე ან რა სირცხვილზეა საუბარი როცა წინა მსოფლიოს მომგები გუნდია ვინ დაძრახავს ერთი ორი გადარეული ფანის გარდა არც არავინ.საქართველოს ნაკრები ამ უდიდეს მაფიასთან კიდე რა მოსატანია საერთოდ.
zaza
28 ივნისი 2018 12:00
1
ეკატერინბურგს ერქვა სვერდლოვსკი, სტალინგრადი კი ახლანდელი ვოლგოგრადია
ფანი14
28 ივნისი 2018 11:54
2
დავიღალე ამდენი მტკიცებულებით! აღარაფრის მტკიცებას აღარ ვაპირებ! მაგრამ მაინც ჩემსას ვიტყვი: როგორ გააფუჭა ტოტალიზატორმა ფეხბურთი, დედა უტირა!!! უკვე მერამდენედ!!!!!! და ვისაც გჯერათ რომ გერმანიამ მართლა ვერ მოუგო კორეას, გენაცვალეთ ფეხბურთის გაგებაში!!!!!!
tbiliseli
28 ივნისი 2018 11:47
3
ცოტა ისტორიულ პოლიტიკურად რომ შევხედოთ გერმანიაც და საფრანგეთიც რუსეთში შორის ვერ უნდა წავიდნენ
Lana
28 ივნისი 2018 10:50
1
მაგ პრინციპით მუნდიალზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი, წესით, მონღოლებს უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ეგენი ფეხბურთის თამაშს ცხენებით ამჯობინებენ და ფიფამ - არაო... ჩემპიონების ჯგუფებში ჩარჩენას კი თავისი მიზეზები აქვს - ფეხბურთელებს მოტივაცია აკლიათ, მწვრთნელები გაჩემპიონებული შემადგენლობის ცვლას ერიდებიან და თანაც ჩემპიონებთან ყველა განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს... გერმანელებს რომ იმ ახალგაზრდული შემადგენლობით ეთამაშათ, რომლითაც ცოტა ხნის წინ რუსეთში კონფედერაციის თასი მოიგეს, ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდათ... მათ შეუძლიათ, თავი იმით ინუგეშონ, რომ ჯგუფის პირველადგილოსანსა და მუნდიალის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს - შვედეთს მოუგეს, რომელთაგანაც ყველას აქვს სასწავლი - შვედებს რომ იბრაგიმოვიჩი ჰყოლოდათ, თამაშს მასზე ააწყობდნენ და დიდი ალბათობით ჩაფლავდებოდნენ კიდეც... სირხვილნაჭამი ჩემპიონების რეკორდსმენი კი უდაოდ საფრანგეთი გახლავთ და მათი "შედეგის" გაუმჯობესება, უბრალოდ, შეუძლებელია - ფრანგებმა ისე დატოვეს მუნდიალი, რომ გოლის გატანაც კი ვერ მოახერხეს... თქვენ კიდევ - ტოტალიზატორიო....
მსქროლავი ტროლი
28 ივნისი 2018 12:19
1
ეჭვიც არ მნეპარება რო დიდი ფული იშოვეს და კიდე არამარტო გერმანელებმა იგივე ხორვატებმა არგენტინელებმა და რავიცი ვისაც არ ეზარება ყველა მაყუთს შოულობს რუსეთის მსოფლიოზე ეგრე იავნად არ მახსოვს ჩარეულიყოს ტოტალიზატორები და მაფიოზები მსოფლიოზე როგორც დღეს ხდება.ან რა გასაკვირია როცა უეფას და ფიფას სათავეში მექრთამეები და შავი ფულის გამთეთრებელი ხალხია.
zaza
28 ივნისი 2018 10:42
4
ვისაც არ ეზარებაო,ამბობ.მაშინ ნუ დაიზარებ და შენც დადე,რუსეთზე მაგალითად,ყველაზე სუსტი გუნდი ხომ ეგ დარჩა.მე კი დარწმუნებული ვარ რომ წააგებ.ყველაფერს ტოტალიზატორის კუთხით შეხედო,არ შეიძლება.
სოსო
28 ივნისი 2018 11:22
1
აი რა შუაშია ტოტალიზატორები ვინმე ამიხსნის? ყველა გერმანელი ფეხბურთელი ვარსკვლავია და მათი შემოსავლები წელიწადში 50-100 მილიონი დოლარია ამას დაუმატე ის ბონუსები რასაც იღებენ, გაყიდვიდან მიღებული წილები, რეკლამებიდან მიღებული მილიონები და ვინმემ მითხრას აი ტოტალიზატორმა განა რამდენი უნდა გადაუხადოს მსოფლიო ჩემპიონ ნაკრებს რომ მათ ასეთი სირცხვილი, გინება, ფურთხება სახლების გადაწვა და რავიცი კიდევ რა უღირდეთ? ტოტალიზატორშიკებო აბა მათ ადგილზე წარმოიდგინეთ თავი და ძალიან მაინტერესებს როცა შენი შემოსავალი წელიწადში 100 მილიონი დოლარია რამდენს მოითხოვ რომ ეს სამუდამო სირცხვილი ჭამო? ფულს ტოტალიზატორში რო წააგებ ტოტალიზატორს კი არა საკუთარ თავს უნდა დააბრალო. თამაში ჩააწყოო შეიძლება თქვა საქართველოს, მავრიტანიის, ვატიკანის, მაპუტუს, პაპუა ახალი გვინეის თამაშებზე 100 დოლარი რო სანატრელია.
dadu
28 ივნისი 2018 10:35
2
გერმანული მანქანა გაზზე გადაიყვანეს
aleksa
28 ივნისი 2018 09:56
1
არასდროს ვყოფილვარ გერმანიის გულშემატკივარი, მაგრამ ეს ნოკაუტია. გადამწყვეტ მატჩში კორეასთან 2:0 წაგებას ნორმალურ გუნდთან 6:0 წაგება ჯობდა
bagi
28 ივნისი 2018 09:52
0
ეკატერინბურგს ადრე სტალინგრადი ერქვა, ეს ოხერი რა სიმბოლურია...
%
28 ივნისი 2018 07:35
5
სტალინგრადი ახლა ვოლგოგრადია,ეკატერინბურგი კი ყოფილი სვერდლოვსკი
სოსო
28 ივნისი 2018 11:26
0
გერმანიამ დამსახურებულად წააგო.. არც იმსახურებდა ჯგუფიდან გასვლას.. ვიზიარებ გერმაინის გულშემატკივრების მწუხარებას .. მერკელის სიფათს შემახედა ეხლა.. გულში მეცინებაა ..რაარიო როგორ ამბობდნენ გერმანული მანქანაო თუ რაგაც ესეთიი.. ხახახა
reali
28 ივნისი 2018 07:27
1

სიახლეები პოპულარული