"შესაძლოა, შემადგენლობის დაყენების გამო გამაკრიტიკონ, მაგრამ გუნდში გამიგეს, იმედია ფანებიც გამიგებენ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. კარგი გამოცდილება მივიღეთ. წაგება არ გვიყვარს, მაგრამ ამჯერად სხვა ამოცანა გვქონდა. კეინი რომ 10 წუთით შემეშვა მოედანზე და მუხლის ტრავმა მიეღო? არა მგონია, ეს უკეთესი ყოფილიყო.
მგონია, სენეგალთანაც რთული თამაში მოგვიწევდა. კოლუმბიის ნაკრებს კარგად ვიცნობ, ასეთი მეტოქე ცუდი არაა".