მისი განცხადებით, ფედერაციამ ანტონიო კონტეს გასამრჯელო 4 მილიონიდან 6,5 მილიონ ევრომდე არ გაზარდა, რის გამოც ის ლონდონის "ჩელსიში" წავიდა.
იტალიის ნაკრების დამრიგებელი კი ჯანპიერო ვენტურა გახდა, რომლის ხელშიც "სკუადრა აძურა" მუნდიალზე ვერ მოხვდა.
ტავეკიო მიიჩნევს, რომ კონტეს მწვრთნელობის შემთხვევაში, იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა.