ედენ აზარი: მესი და რონალდო აღარ არიან, გაბრწყინების დრო მოვიდა

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ნაკრებების გავარდნა მუნდიალიდან სხვა ფეხბურთელებს სტიმულს მისცემს, უფრო მეტად გამოიჩინონ თავი.

"მესი და რონალდო მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ არიან. ამიტომ გაბრწყინების დროს მოვიდა. წარმატების მიღწევა მსურს მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და თუნდაც ფინალში. რა თქმა უნდა, მარტო მე არა - მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დარჩა.

უფრო ძლიერი გავხდი, ვიდრე 2 ან 3 წლის წინ ვიყავი. გამოცდილება მომემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პლეი-ოფის მატჩებში.

ახალგაზდა გუნდთან უფრო რთულია წარმატების მიღწევა, მაგრამ ახლა
ჩვენი ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობს", - ციტირებს აზარს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22:00 საათზე, ბელგიის ნაკრები მერვედფინალში იაპონიას შეხვდება.

altმუნდიალი 2018. 1/8-ფინალის წინ. ბელგია VS იაპონია - ბელგია აშკარა ფავორიტია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული