მუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება.

მატჩი ბრაზიიელთა შტურმით დაიწყო, მათ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და ალოგიკურად ბელგია დაწინაურდა - ავტოგოლი ფერნანდინიომ მიითვალა და თვალსასეირო თამაში წავიდა. სელესაო უტევდა, ბელგია კი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და 31-ე წუთზე ლუკაკუს გარღვევის შემდეგ დე ბრიუნემ მეორედ დალაშქრა ალისონის კარი. ამის შემდეგ სამხრეთამერიკელებმა უშედეგოდ სცადეს ანგარიშის შემცირება და პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.

მოკლედ, ტიტეს გუნდი ისეთივე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც იმყოფებოდა მისი მეტოქე მერვედფინალში იაპონიასთან. ბელგიას თავიდან გაუმართლა,
მერე ბრაზილიამ დიდი ძალებით შეუტია, ზურგი მოუშიშვლდა, კონტრშეტევაზე ნახევარდაცვას მარტინესის გუნდი ადვილად და დიდი სისწრაფით გადიოდა და ამით ისარგებლა კიდეც.

altტიბო კურტუა: ვიცოდი, ნეიმარი როგორც დაარტყამდა ბურთს

შესვენების შემდეგ ტიტემ ვილიანის ნაცვლად შეცვლაზე ფირმინო შეუშვა და ისევ გადავიდა ბრაზილია შეტევაზე, მსაჯმა ჩათვალა, რომ 58-ე წუთზე კომპანიმ ჟესუსზე თამაშის წესები არ დაარღვია და პენალტი არ დანიშნა. მერე აზარმა ვერ გამოიყენა მომენტი, ჟესუსის ნაცვლად შეცვლაზე შესული დუგლას კოსტას ჩაწოდებული ბურთი კურტუამ მოიგერია, პაულინიომ კი დამატებაზე ვერ ივარგა. სამაგიეროდ ივარგა 76-ე წუთზე რენატო აუგუსტომ, რომელმაც კოუტინიოს გადაცებულ ბურთს კურტუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ცოტა ხანში მანვე ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ნეიმარის სოლო-რეიდის შემდეგ ვერც კოუტინიომ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა, ნეიმარის დარტყმული ბურთი კურტუამ სასწაულებრივ ნახტომში მოიგერია და ბელგიამ გაიმარჯვა.


altკევინ დე ბრიუნე: მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა

პარასკევი. 6 ივნისი. ყაზანი.
ბრაზილია - ბელგია 1:2
გოლები: 0:1 ფერნანდინიო (13), 0:2 დე ბრიუნე (31), 1:2 რენატო აუგუსტო (76)

ბრაზილია: ალისონი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო, ფაგნერი, კოუტინიო, პაულინიო (რენატო აუგუსტო 73), ფერნანდინიო, ვილიანი (ფირმინო 46), ნეიმარი, ჟესუსი (დუგლას კოსტა 58)

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, მენე, ვიტსელი, ფელაინი, შადლი (ვერმაელენი 83), დე ბრიუნე, ე. აზარი, ლუკაკუ (ტილემანსი 87)

მკითხველის კომენტარები / 24 /
მეგობრებო ბელგია არაფერი გუნდი არაა, უბრალოდ ბრაზილია ყველა დროში და ყველას აძლევს თამაშის საშუალებას, ესაა და ეს - ამ ემთხვევაში ბელგია გამოჩნდა. გაიხსენეთ იაპონიასთან ბელგიელების საცოდაობა და ფრანგებთანაც რა უსუურად გამოჩნდებიან მალე ვნახავთ
goga
14:15 07-07-2018
14
სამხრეთამერიკული ლაღი ფეხბურთის ყურებას რა ჯობია. ვისაც ბელგის და მაგდაგვარების ცხენბურთი მოგწონთ ლამაზი ფეხბურთის არაფერი იცით.
ერთი ორ წელიწადში ბელგიაც ჩვეულებრივი გუნდი იქნება რომელსაც ყურადღებას არავინ მიაქცევს.
Lasha
13:45 07-07-2018
8

სიახლეები პოპულარული