დასავლეთში ვან ბასტენისა და მათეუსის პუტინთან სტუმრობით აღშფოთებულნი არიან - ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ

AutoSharing Option
ზვონიმირ ბობანი, ლოთარ მათეუსი, მარკო ვან ბასტენი, პეტერ შმეიხელი, ხორხე კამპოსი, დიეგო ფორლანი და რიო ფერდინანდი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კრემლში ესტუმრნენ.

დასავლეთის განსაკუთრებული აღშფოთება ვან ბასტენისა და მათეუსის სტუმრობამ გამოიწვია.

"ეს საზიზღარი სანახავია. ვან ბასტენი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ თავისი ქვეყნის ცუდი მოქალაქე გახდა. მას ჰქონდა საშუალება ეკითხა პუტინისთვის, როდის აიღებს საკუთარ თავზე თვითმფრინავ MH17-ის რეისის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას, თუმცა ეს არ გააკეთა. ვან ბასტენი მხოლოდ ფიფას სათამაშოა, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს", - განაცხადა ჰანს დე ბორსტმა, რომლის ქალიშვილიც
აღნიშნულ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ამერიკელმა ადვოკატმა, ჯერი სკინერმა, რომელიც ევროპის სასამართლოში კატასტროფაში დაღუპულთა ინტერესებს წარმოადგენს, შემდეგი განაცხადა:"თუ თქვენ დაგავიწყდათ მისტერ ვან ბასტენ, შეგახსენებთ: პუტინმა კაცები, ქალები და ბავშვები მოკლა, რომელთა შორის თქვენი გუნდის მრავალი გულშემატკივარი იყო. გერჩიათ პუტინისთვის აეღო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა".

მათეუსი "ბილდის" საფეხბურთო ექსსპერტია და ამ გამოცემამ მკაცრად გააკრიტიკა:"ლოთარი საკმაოდ ჭკვიანია და იცის, რა აქვს ჩადენილი პუტინს. მან უფლება მისცა მკვლელს მის ფონზე გაებრწყინა. პუტინი ამით თავის პროპაგანდას ეწევა, მათეუსი კი ამ პროპაგანდის ნაწილი გახდა. თუ პუტინს ხელები მართლაც სისხლიანი აქვს, მაშინ ლოთარი მკვლელობის მანქანას ამართლებს. ამ მომენტში მან ტალახში ამოთხვარა სპორტი, რომელმაც ყველაფერი მისცა. არც ერთმა არ უნდა გამოიყენოს ტირანი პიარისთვის - პუტინია ეს თუ ერდოღანი".

altბრიტანელებმა პუტინი ჰიტლერს შეადარეს და მუნდიალზე თავიანთი სანოვაგით ჩავლენ


მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს მუნდიალი მთლიანად პუტინის მოწყობილია და მაშინ საერთოდ არც ფეხბურთელები არ უნდა ჩასულიყვნენ თუ რამეს აპროტესტებენ. მაგათ ჩიჩიაც უნდათ და ბაბაც და ეგრე არ არის.
რეალობა
07:26 11-07-2018
7
რეალობა - "მაგათ ჩიჩიაც უნდათ და ბაბაც და ეგრე არ არის". აი ეს არის ტიპიური მონური ფსიქოლოგიის ქართველის ნააზრევი, რომელთა რაოდენობა სამწუხაროდ, კიდევ ბევრია საქართველოში. სანამ ეს ნაკომუნისტარი არსებები არ გავლენ გაღმა მარილზე, საქართველოს მომავალი, სულ ასე ბუნდოვანი იქნება. ცუდი ისაა, რომ ამგვარი აზროვნების ადამიანები, პირდაპირ წამლავენ თავიანთ შთამომავალ თაობებს და მათაც მონური ფსიქოლოგიით ზრდიან.
luka
09:39 11-07-2018
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული