"ფინალურ ეტაპზე მარცხის გემო უკვე ვიცით. ასე რომ, მატჩის დასრულება ჩვენ სასარგებლოდ გვსურს.
ვერ ვიტყოდი, რომ ხორვატიის ნაკრები დაღლილი იქნება. ხალხი ანალოგიურს ინგლისთანაც ფიქრობდა, თუმცა ხორვატებს დაღლის არაფერი ეტყობოდათ.
2016 წელს ვფიქრობდით, რომ როდესაც ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გერმანია დავამარცხეთ, ტიტულის მოგებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.
ახლა კი დროა, შეცდომები გამოვასწოროთ და სრულიად განსხვავებულად ვითამაშოთ".
პოგბას ასევე ანტუან გრიზმანის შესახებ
"ზინედინ ზიდანი არა მარტო ფრანგული, არამედ მთელი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა და ანტუან გრიზმანიც მის გზას ადგას.
ეს ადამიანი საფრანგეთში ძალიან უყვართ. გრიზმანი მოედანზეც აჩვენებს, რომ დიდებული პიროვნებაა და იმედი მაქვს, ის გოლს მუნდიალის ფინალშიც გაიტანს", - აღნიშნა პოგბამ.
პოლ პოგბა: არანორმალური ვარ, მესის ხომ ვერ უსაყვედურებენ, რატომ დადის მოედანზე?
კრისტოფ დიუგარი: პოლ პოგბა სასწრაფოდ უნდა წაეთრიოს "მანჩესტერიდან"