ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივლისს რუსეთში, დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის ფინალური მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში "ლუჟნიკის" მოედანზე პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის 4 წევრი შეიჭრა.

ჯგუფის წევრები პოლიციელის ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი.

"ფეისბუქზე" ჯგუფმა საკუთარ ქმედებას აქცია "მილიციონერი თამაშში ერთვება" დაარქვეს.

მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და რუსეთში პოლიტიკური კონკურენციის შექმნა არის.

1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს
2. არ ჩასვან ადამიანები ციხეში "ლაიქების" გამო
3. შეწყდეს უკანონო დაკავებები აქციების დროს
4. შესაძლებელი გახდეს რუსეთში პოლიტიკური კონკურენცია
5. შეწყდეს კრიმინალური საქმეების ფაბრიკაცია
6. მიწიერი
მილიციონერი ზეციურ მილიციონერად გადაიქცეს

შეხვედრის სტიუარდებმა 4-ვე წევრის დაკავება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ჯგუფის ორი დაკავებული წევრის დაკითხვის ვიდეოც გავრცელდა, სადაც მილიციელი მათ შეურაცხყოფას აყენებს.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2018-ის ფინალური მატჩი საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაა აქ შეურცხყოფა,გამალებული ვეძებ? თქვენ არ გიგრძნიათ ამათი შეურაცხყოფა საკუთარ თავზე და მაგიტომ ამბობთ ტყუილს. როცა მიიღებ დინგში წიხლს მაშინ მიხვდები!იშვიატად ცემენ მაგრად,მაგრამ თუ გცემეს ისე გცემენ რომ ძვლები კანკალს იწყებს!
ავოიეეე
13:17 16-07-2018
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული