ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა მუნდიალის ვერცხლის მედალი ბავშვობის მეგობარს მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ავსტრიელი ფეხბურთელი ედვინ ჰოჯიჩი გერმანიის მეოთხე ლიგაში თამაშობდა და 23 წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა.
"ეს შენთვისაა, მშვიდობით განისვენე, დინო", - დაწერა კოვაჩიჩმა Instagram-ზე.
შეგახსენებთ, რომ ადრე ხორვატიის ნაკრების მეკარემ გამარჯვება 10 წლის წინ გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.