მორცხვი, პატარა და ლამაზი - როგორ უმღეროდნენ ფრანგები კანტეს, რომელმაც ლეო მესი შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ნ'გოლო კანტეს სიმღერა მიუძღვნეს.

27 წლის ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და 54-ე წუთზე ის სტივენ ნ'ზონზით შეცვალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კანტე მოედანზე შესაძლოა საერთოდ არც ყოფილიყო, რადგან მოწამლული იყო, თუმცა დიდიე დეშამს თავად უთხრა, რომ ითამაშებდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც "სამფეროვნები" ტიტულის მოგებას ზეიმობდნენ, კანტე თავისთვის მორცხვად იდგა.

თანაგუნდელებთან სტივენ ნ'ზონზი მივიდა, რომელმაც მათ უთხრა, რომ თასი მისთვისაც უნდა მიეცათ.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ზეიმმა უკვე ნაკრების ავტობუსში გადაინაცვლა, სადაც საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა კანტეს
სიმღერა მიუძღვნეს.

"კანტე პატარა და ლამაზია, მან ლეო მესი შეაჩერა", - უმღეროდნენ კანტეს.

კანტემ ეს საქციელიც საკმაოდ მორიდებულად მიიღო და თანაგუნდელებს უპასუხა, რომ ეს არა მან, არამედ მთელმა გუნდმა გააკეთა.


ფრანგებმა ზეიმი სასტუმროშიც გააგრძელეს, სადაც კანტე კვლავ არ დავიწყებიათ.


სამშობლოში დაბრუნებულმა საფრანგეთის ნაკრებმა კი "ჩელსის" ნახევარმცველს ღვაწლი არც ამჯერად დაუკარგა.

მას სიმღერა თანაგუნდელმა პოლ პოგბამ მიუძღვნა, რომელსაც ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამიც აჰყვა...


altპსჟ-ს დირექტორი ლონდონში ჩავიდა და კანტეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა

alt"ჩელსი" ჩემი სახლია! - ნ'გოლო კანტემ ჭორებს უპასუხა

altნგოლო კანტე კვირაში 110 ათასს იღებს და Mini Cooper S-ით გადაადგილდება

altნ'გოლო კანტე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
მსოლიოს უძლიერესი ნაკრები . იმედია ეხლა მაინც გადაიყვანს სამეულში ფიფა კოკაკოლის რეიტინგი საფრანგეთს არგენტინა შვეიცარია და პორტუგალია უფრო წინ ყავთ დაყენებული გუნდზე რომელმაც ორ წელში ორი ფინალი ითამაშა და ვისაც უნდა იმას უგებს
ტოტტი
15:19 17-07-2018
1
მესი არავის არ შეუჩერებია,თვითონ იყო სამწუხაროდ გაჩერებული,რატომ და რისთვის,ეს უკვე სხვა ამბავია.
2

სიახლეები პოპულარული