შევძლებთ ამას? - პოლ პოგბას სამოტივაციო სიტყვა ფინალის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ თანაგუნდელების წინაშე სამოტივაციო სიტყვით წარდგა.

პოგბამ ორატორის როლი იკისრა და გუნდს ისტორიული ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.

"ბიჭებო, ბევრის თქმა არ მსურს. ყველას გვესმის, სად ვიმყოფებით, რა გვინდა და რა გზა გავიარეთ. ეს ჩვენი გულიდან და თვალებიდან ჩანს, ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ ისტორიის შექმნისგან სულ რაღაც 90 წუთი გვაშორებს. 90 წუთი წუთი. ერთი მატჩი.

არ ვიცი, რამდენი შეხვედრა ვითამაშეთ უკვე, მაგრამ ეს ყველაფერს შეცვლის, ისტ
ორიას შეცვლის. ფინალში ორი გუნდია და ერთი თასი. მათაც ისევე ძალიან სურთ ამ თასის მოგება. ჩვენ ფინალი (ევრო 2016) ერთხელ უკვე წავაგეთ და ეს კვლავ ჩვენს თავშია. დღეს არ მივცემთ სხვა გუნდს საშუალებას, წაგვართვას ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის.

ერთმანეთს უნდა შევხედოთ და მეტოქეს გამარჯვების საშუალება არ მივცეთ. დღეს თითოეული ფრანგის მახსოვრობაში უნდა დავრჩეთ, რომელიც თვალს გვადევნებს. მათი შვილების და შვილიშვილების მახსოვრობაში.

გიყურებთ და ყვირილი არ მსურს. მინდა, რომ მოედანზე მებრძოლები, ლიდერები ვიყოთ. ხოლო მატჩის შემდეგ ვიტიროთ, მაგრამ არა მარცხისგან, არამედ სიხარულისგან. მინდა ერთმანეთს გადავეხვიოთ და ვიზეიმოთ. შევძლებთ ამას?", - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ საბოლოო ჯამში, საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა, ხოლო თავად პოგბამ გოლი გაიტანა.

alt რა ხდებოდა საფრანგეთის ნაკრების გასახდელში მუნდიალის ფინალური მატჩის შესვენებაზე [VIDEO]

 

altსაფრანგეთი გადაირია - 90 ათასი ეიფელის კოშკთან და ზეიმი პარიზში [VIDEO+PHOTO]

altპატრის ევრა: პატივი ეცით ჩემს ძმას! ხომ არ გაგიჟდით? [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული