ურუგვაის პრეზიდენტმა ანტუან გრიზმანი საკუთარ ქვეყანაში დაპატიჟა

AutoSharing Option
ურუგვაის პრეზიდენტმა ტაბარე ვასკესმა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ ანტუან გრიზმანს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა და საკუთარ ქვეყანაში დაპატიჟა.

როგორც იცით, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ურუგვაის დროშა ჰქონდა შემოცმული, რაზეც ვასკესმა მას მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, უდიდესი პატივი იქნება, თუ გრიზმანი მის ქვეყანაში ჩავა და სტუმრად ეწვევა.

ვასკესმა ასევე აღნიშნული წარმატება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ფრანგ ხალხს მიულოცა.

altანტუან გრიზმანი: ურუგვაი ძალიან მიყვარს და ამ ქვეყნიდან ბევრი მეგობარი მყავს

altგრიზმანი კურტუას კრიტიკაზე: მაგას რა ჰგონია, "ჩელსი" "ბარსელონასავით" თამაშობს?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული