ხორვატიის ნაკრებიდან გარიცხულმა ნიკოლა კალინიჩმა ვერცხლის მედლის მიღება იუარა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი, რომელიც შემადგენლობიდან გარიცხეს იმის გამო, როცა მუნდიალზე ნიგერიასთან მატჩში შეცვლაზე შესვლა იუარა, ფიქრობს, რომ ტურნირის ვერცხლის მედალს არ იმსახურებს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ კალინიჩი ვერცხლის მედალს მიიღებდა, რადგან ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა ასე გადაწყვიტეს, თუმცა 30 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ დაუმსახურებია ეს ჯილდო, რადგან ტურნირზე ერთი წუთითაც არ უთამაშია.

"მადლობა მედლისთვის, მაგრამ მე რუსეთში არ მითამაშია", - ციტირებს კალინიჩს Sportske Novosti.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული