ფინალი
საფრანგეთი
4
2
ხორვატია
მესამე ადგილისთვის
ბელგია
2
:
0
ინგლისი
more

იური გავრილოვი: მსოფლიოს ჩემპიონატი სუსტი იყო, რუსეთის ნაკრებს არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია

AutoSharing Option
"სპარტაკისა" და სსრკ-ს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, იური გავრილოვმა მსოფლიოს ჩემპიონატი და ტურნირზე  რუსეთის ნაკრების თამაში შეაფასა.

"რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ჩვენი ჯგუფი სუსტი იყო. საუდის არაბეთი საერთოდ არაა საფეხბურთო ქვეყანა. ეგვიპტე? ერთ წელიწადში ჩვენები უბრალოდ, შეშინდნენ სალაჰით. ეს ჩემთვის ნონსენსია. დიახ, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ "ლივერპულში" სხვა პარტნიორებთან ერთად თამაშობს.

ეს მუნდიალი სუსტი იყო. მხედველობაში სათამაშო შემადგენელი მაქვს. გერმანიამ და სხვა ფავორიტებმა ჩააგდეს ტურნირი. ერთი ვარსკვლავით შორს ვერ გაძვრები. ვფიქრობ, მარტო პელე ვერ მოიგებდა ჩემპიონატს, მაშინ ბრაზილიას
მაგარი გუნდი ჰყავდა.

მესიმ და რონალდომაც ვერ მოახერხეს თავიანთი გუნდების გათრევა - აქ გუნდური თამაში და ძალაშემონახული ფეხბურთელებია საჭირო. ყველა წამყვანი ფეხბურთელები რუსეთში ლიმონივით გამოწურულები ჩამოვიდნენ. მათ ევროტურნირებზე დიდი ძალები დახარჯეს, სხვები კი ამ გათამაშებებს ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ. ამასთან, გასათვალისწინებელია რთული მატჩები ეროვნულ ჩემპიონატებზე. ასეთი დატვირთვის შემდეგ ძალების აღდგენა ძნელი იყო. ეს მათი ნაკრებების თამაშზე აისახა.

ჩვენ კი ადვილი ჯგუფი გვქონდა. გამონაკლისი ურუგვაი იყო სუარესით და კავანით, დანარჩენი ბიჭები იქ "მუშა ცხენები" არიან.

გაგვიმართლა, რომ როგორც მასპინძლებს შესარჩევ ტურნირზე არ მოგვიწია თამაში. საკვალიფიკაციოზე რომ გვეასპარეზა, შეიძლება ტურნირზე საერთოდ ვერ მოვხვედრილიყავით.

დიახ, მსოფლიოს ჩემპიონატზე შდეგს მივაღწიეთ. ახლა რა თქმა უნდა, ხალხი ამის გამო ეიფორიაშია. თუმცა, ჩემზე როგორც ფეხბურთელზე, ჩვენმა ნაკრებმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მე უფრო პერუსა და მაროკოს თამაში დამამახსოვრდა. ბელგია-იაპონია, როდესაც ბელგიამ თამაში შემოატრიალა.

ჩვენი გუნდის თამაში კი დასამახსოვრებელი არ იყო, რადგან პრინციპში, თამაში არც ყოფილა", - განუცხადა გავრილოვმა rusfootball.info-ს.

altალექსანდრ ბუბნოვი: არტიომ ძიუბა პრემიერლიგაში? მასეთი ძიუბები იქ საფანტივით ყრია

altანდრეი კანჩელსკისი: კიდევ კარგი ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდა, თორემ ტურნირზე ვერ მოვხვდებოდით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვათაშორის ვისაც ფეხბურთი უთამაშია უმაღლეს დონეზე რუსეთში ყველა ამ აზრზეა გავრილოვი,კანცელარიის,გარლუკოვიჩი,მირონოვი,ბუბონი და ა.შ.უბრალოდ რუსებმა თავისთავს მოუწყეს დღესასწაული ეგ არის და ეგ....
კახა ქირია
21:25 23-07-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული