The Sunday Times: ფიფა-ს ბოსებმა პსჟ-ს პრეზიდენტისგან ყატარისთვის 2022 წლის მუნდიალის მიცემის სანაცვლოდ ქრთამი აიღეს

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა The Sunday Times ფიფა-ს წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. დღეს გამოცემამ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. წარმოგიდგენთ მის ძირითად თეზისებს:
  • 2018 და 2020 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელთა არჩევამდე 21 დღით ადრე ტელეკომპანია Al Jazeerа-მ, რომელსაც ყატარის ამირა ჰამად ბინ ჰალიფა ალ-ტანი ფლობს, ფიფა-სთან 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტელეკონტრაქტი გააფორმა. ამის დასადასტურებლად The Sunday Times-მა გამოაქვეყნა სქრინშოთი - კონტრაქტის სამი საკვანძო პუნქტი, რომლებსაც ხელს Al Jazeerа-ს გენერალური მენეჯერი ნასერ ალ-ჰელაიფი (პსჟ-ს მოქმედი პრეზიდენტი და უეფა-ს აღმასკომის წევრი), არხის მარკეტინგის განყოფილების დირექტორი,
    ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეპ ბლატერი და გენერალური მდივანი ჟერომ ვალკი აწერენ.
  • როგორც სქრინშოთებიდან ირკვევა, Al Jazeerа-მ 2015-2022 წლებში ფიფა-ს ეგიდით გასამართი ყველა ტურნირის, მათ შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება 300 მილიონ დოლარად შეიძინა. საუბარია შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ტერიტორიებზე. კონტრაქტის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებულია 100 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსი, თუ ფიფა 2022 წლის ჩემპიონატს ყატარს გადასცემს.
  • კონტრაქტი 11 ნოემბერს გაფორმდა, 2018 და 2020 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები კი 2 დეკემბერს აირჩიეს.
  • The Sunday Times-ის ინფორმაციით, კონტრაქტში არსებული თანხები ხუთჯერ აღემატება ამ რეგიონისთვის გაფორმებულ წინა ტელეკონტრაქტებს.
ფიფა-ში აღნიშნული ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდათ :D :D :D
რუსლანი
17:18 10-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული