ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პიტერ შილტონმა თქვა, რომ ლეგენდარულ არგენტინელ თავდამსხმელ დიეგო მარადონას პატივს არ სცემს, რომელმაც მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გოლი ხელით გაუტანა.
"სხვებსაც გაუკეთებიათ მსგავსი რამ, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოუხდიათ. მესმის, მის მიმართ მტრული დამოკიდებულება რატომ არსებობს. ბოდიშის მოხდას არ აპირებს და არასოდეს ხელს არ ჩამოვართმევ. ზედაც კი არ შევხედავ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ როგორც სპორტსმენს, პატივს არ ვცემ.
რაც შესაძლებელი იყო, იმ მომენტში ყველაფერი გავაკეთე. ცნობილი ფოტო ამტკიცებს, რომ ბურთთან უფრო ახლოს ვიყავი,
ვიდრე მისი თავი. სწორედ ამიტომ დაარტყა ბურთს ხელი. ყოველთვის მოიძებნება ვინმე, რომელიც იტყვის: "ო, შენ მან გაჯობა". არა, ვერ მაჯობა - მომატყუა.
რაც შესაძლებელი იყო, იმ მომენტში ყველაფერი გავაკეთე. ცნობილი ფოტო ამტკიცებს, რომ ბურთთან უფრო ახლოს ვიყავი,
დღეს ბევრი VAR-ს აკრიტიკებს, მაგრამ მაშინ ძალიან გამოგვადგებოდა. მან ირიბად აღიარა, როდესაც თქვა, რომ "ღმერთის ხელი" იყო, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია და არ მოუნანიებია", - ციტირებს შილტონს "სანი".