სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
ქვილითაიაას მაგივრად მიქაუტაძე უნდა დაეყენებინა.არ დააყენა და ნახეთ რაც ქნა პასი გაეკეთებინა ლობჯანიძეზეე გოლი იქნებოდა
შმაგი
26 მარტი 2021 12:25
0
ე.წ. ბირთვს მადლობა და ნახვამდის! კოსმეტიკამ არ გაამართლა, რადიკალური ცვლილებებია გასაკეთებელი. 4-5 ახალგაზრდას გარდა, "ხელშეუხებელნი" НА ВЫХОД!
ლაშა
26 მარტი 2021 12:54
4
თამაში მომეწონა!

ვფიქრობ ლობჟანიძის ტექნიკურობა და სისწრაფე მაქსიმალურად გამოსაყენებელია! რომელიც კვარას კარგად შეუთამაშდება და ტემპშიც აყვება.

იგივე შემიძლია ვთქვა შენგელიაზეც, იცის როგო და როდის უნდა დაარტყას კარში.

ყოჩაღ დებიუტანტებს
Biannkoneri
26 მარტი 2021 12:52
1
დაცვის ყველა რგოლმა საშუალოდ მაინც ითამაშა, კაშია იმაზე კარგ ფორმაში ყოფილა ვიდრე ველოდით. ყველაზე დიდი პრობლემა ნაკრებს მაინც ნახევარდაცვაში აქვს, რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერი გუნდისთვის. ნახევარმცველი რომ ხარ , სწრაფად უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს და არა კვეკვესკირი რომ უნდება ერთი წუთი გარკვევას, ვინ სად დგას ან კანკავა თუნდაც. ამიტომ, მგონია, კიტეიშვილი უნდა იდგეს ცენტრში შესაძლოა ჩამშლელად არ ვარგა , მაგრამ უფრო სხვარტი აზროვნება აქვს მოედანზე. აბურჯანიაც ცუდი იყო გუშინ, მაგრამ მგონია ცოტა არასწორი როლი ჰქონდა მოედანზე, არ არის ეგ წინწაწეული მორბენალი ნახევარმცველი, უფრო უკან მდგომი საყრდენია და ამიტომაც უფრო გაუჭირდა.
ის
26 მარტი 2021 12:22
1
საქართველოს ნაკრებმა ცონებული ყიფიანის მწვრთნელობის შემდეგ პირველდ ითამაშა ფებურთი. შვედეთს ჩვენ კი რა გერმანიამ ძლივს მოუგო. ესპანეთთან არ წავაგებთ
ლაშა
26 მარტი 2021 13:53
5
სხვა თამაშს უყურე ეტყობა მეგობარო
თემო
26 მარტი 2021 14:21
12
სხვა თამაშს კი არ უყურო შენ არ იცი ფეხბურთი მეგობარო
ლშა
26 მარტი 2021 17:30
2
ქვილითაიას და აბურჯანიას ძირითადში აღარ დააყენებს შემდეგში.ბოლომდე ამიტომ მისცა თამაში. აბურჯანია შეიძლება აღარც გამიძახოს.ასე მგონია
დათო
26 მარტი 2021 11:09
1
ჩვენებსაც თურმე შესძლებიათ მოწინააღმდეგის მოედანზე პრესინგი ( ან პრესინგის მცდელობა) ეთამაშათ და ბურთი დაცვიდან პასებით გამოეტანათ და ჰარი ჰარალოზე არ მოეშორებინათ. ამ თამაშით ერთა ლიგის ფინალში მაკედონიას უშანსოდ დავამარცხებდით.
sssssss
26 მარტი 2021 14:11
1
დადებით რაც დავინაახე ისაა, რომ დაცვის მარჯვენა ფრთაზე მარტო კაკაბაძის იმედათ აღარ ვართ კონკურენცია იმედია ორივეს წაადგებათ, მარცხენა მცველივ გვეღირსა და იმედია თავის გუნდში პრაქტიკა ექნება, კიდევ ერთხელ გამოჩნდა შენგელიას პოტენციალი ამ ბიჭმა და მისმა აგენტებმა მკაცრად უნდა დაუსვან იმ თურქულ კლუბს საკითხი ან ათამაშონ ან გაყიდონ. ბერიძემ ერთხელ მიიღო ბურთი და სასწაული რაღაც გააკეთა მეტი პასი რატომ არ მსცეს ვერ გავიგე, კვარაზე ოფიციალური ითქვა რამე? თუ ტაქტიკური მოსაზრებით შეცვალა? თითქოს თავბრუსღვევა იგრძნოო მარა ოფიციალური კომენტარი ვერსად ვნახე.
jjj
26 მარტი 2021 14:34
0
ქვილითაია თამაშამდე დაღლილს ჰგავდა თუ მომეჩვენა? ზოგადად მაგ ფიზიკური კონდიციის მოთამაშე არ უნდა ათამაშო ნაკრებში. კუნთის ნასახი არ აქვს ფეხბურთელს!
გიორგი
26 მარტი 2021 11:55
0
უბრალოდ ქვილითაია და გვილია რომ არ გამოიძახონ ყველაფერი კარგად იქნება
ვაისი
26 მარტი 2021 11:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული