რონალდომ "გაულაწუნა", პენალტი გააცუდა და ბომბარდირთა ბომბარდირი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში, A ჯგუფში პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ირლანდია 2:1 დაამარცხა.

მე-12 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლად რონალდო მივიდა. ირლანდიელმა მცველმა დარა ო'შიმ ბურთი გვერდზე გადაუგდო, კრიშტიანომ კი მხარზე ხელი ჰკრა. "დაზარალებული" ჩაიკეცა, ვითომ პორტუგალიელმა სახეში გაულაწუნა, თუმცა მსაჯმა მას ყურადღება არ მიაქცია. რონალდოს მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი 19 წლის მეკარე გევინ ბაზუნუმ მოიგერია (ინგლისის მესამე ლიგის "პორტსმუთის" გოლკიპერია). ეს 2018 წლის შემდეგ ნაკრებში კრიშტის მიერ გამოუყენებელი პირველი პენალტია - მაშინ მუნდიალზე ირანს ვერ გაუტანა.

Sportall.Ge

რონალდომ
მატჩის დასასრულს დუბლი შეასრულა (89-ე და 90+6-ე წუთებზე დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი), ეროვნულ გუნდში 111 გოლი გაიტანა, ირანელ ალი დაეის გადაასწრო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.

პორტუგალია 10 ქულით ლიდერია (სხვა გუნდებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული) და 7 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მე ორივე მევასება. ეს კაცი მარსიდანაა საოცარია.
ავჭალიდან
03 სექტემბერი 2021 08:04
1
მეცოდება, ესეთი "ვაი ფანები" ვინც მესის აკრიტიკებენ, მესი, რომ უდიდესი ნიჭის ფეხბურთელია, ამას მისი 6-ი ოქროს ბურთიც ამტკიცებს! ბარსას და მის მესვეურებს მესისთვის ხელი, რომ არ შეეშალათ, ლეო მე7-დესაც გამოკრავდა ხელს. მართლა უკვე ზედმეტებში გადადიხართ გეყოთ! და სხვას თუ არ სცემთ პატივს, თქვენ თავებს მაინც ეცით პატივი.
სამარცხვინოა უკვე როლანდოს მომხრეების კომენტარები. გია.
02 სექტემბერი 2021 16:03
19
და შენ, რაღა გადარდებს? წადი და კოჭი აგორე.
Nп-ს
02 სექტემბერი 2021 21:47
3
ნეტავ შენ სხვა დარდი რომ არ გაქვს. ერთისიც და მეორესიც კიდევ რა...
Nn
02 სექტემბერი 2021 19:24
1
მართლაც რომ უდიადესია! სასწაული გოლეადორი! მაგრამ მოდი მესისთან შედარებას შეეშვით, გაიხარეთ და ისიამოვნეთ რომ ამ 2 ფენომენალურ ფეხბურთელს უყურებთ! ნამდვილად მეცოდებიან ახალგაზრდა გულშემატკივრები, რომლებსაც ყიფიანი, გუცაევის და ჩივაძეს თამაში არ უნახავთ; მით უმეტეს ასათიანის, ხურცილავას და ძოძუაშვილის (მარტო ბესტს და ჯაიჩს რა უქნა ის იყო სასწაული); აღარ ვამბობ მესხზე, მეტრეველზე და გიორგი (ჟორა) სიჭინავაზე (ამას ტექნიქა ქონდა, ქინქლაძე თუ შეედრებოდა მცირედ)! აი ესენი ყველა მინახავს და მეტნაკლებად მახსოვს. სამწუხაროდ არც ღოღობერიძე, მით უმეტეს პაიჭაძე და ჯეჯელავა არ მინახია (მამაჩემის მონაყოლით სასწაულებს აკეთებდნენ). ჰო და, თქვე დალოცვილებო, უყურეთ და გაიხარეთ მესით და რონალდოთი, რონალდოთი და მესით!
alexandre
02 სექტემბერი 2021 11:43
0
რა მიკვირს იცი? მესი ინტერვიუებში, არასოდეს შეურაცყოფას აყენებს როლანდოს, პირიქით მეგობრულად და პატივისცემით მოიხსენიებს, ამ როლანდოს მომხრეებს რა ჭირთ, ვერ ვიგებ და მომკალით. ორივე სასწორზე, რომ დასვა ვერცერთი გადაწონის, იმდენად მაგრები არიან. მართლაც და დავტკბეთ ამ ორი მეგა ვარსკვლავების ყურებით. ჩავარდნები აქვს როლანდოს ხმას არ იღებენ მისი ფანები, საკმარისია წარმატებას მიაღწიოს, იწყება და რა იწყება მესიზე თავდასხმები. ამით მესის კი არ ამცირებთ პირიქით, თქვენს უსუსურობას ამჟღავნებთ, რომ ხართ არა ობიექტური და ძალიან დაბალი დონის გულშემატკივრები.
ალექსანდრეს
02 სექტემბერი 2021 16:15
3
სწორედ ამიტომ არის 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი რომ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს იგებს.ამ ორი ფრენაში გატანილი ბურთით და 111 ნაკრებში გატანილი ფანტასტიკური რეკორდით ოქროს ბრთირთი წესით კრიშტიანოსია მაგრამ ერთი ვაჭარი ალბათ კიდევ ერთხელ ჩაყრის მილიონებს.
ღმერთის რჩეული
02 სექტემბერი 2021 10:53
11
და შენს ნარცისას, რა უშლის ხელს მილიარდები ჩაყაროს ოქროს ბურთისთვის? რა ნაკლები ვაჭრუკანაა?
შენივე გაგებით.
02 სექტემბერი 2021 14:39
5
აი რა შეუძლია 36 წლის რონალდოს
gio
02 სექტემბერი 2021 09:04
3
ყველა დროის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი, ყველა დროის ბომბარდირი ნაკრებში გატანილი გოლებით, ყველა დროის ბომბარდირი ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლებით(პელეს არაოფიციალური გოლები არ ითვლება, თვითონვე აღიარა პელემ რონალდუ) ხუთგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ევროპის და ნაციონალური ლიგის გამარჯვებული, ინგლისის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონი არაერთხელ, ასევე ლიგის და ქვეყნის თასები, სუპერ და საკონტინეთაშორისო თასები,3 ოქროს ბუცი, 5 ოქროს ბურთი( 6-საც აიღებდა რეალში რომ დარჩენილიყო)კიდევ რა ჩამოთვლის მაგის ტიტულებს. მართლაც რომ უდიდესი ფეხბურთელია,ლეგენდაა უკვე
მამუკა
02 სექტემბერი 2021 06:55
3
სად ხართ ეხლა მესი გასაწმენდია და დროზე მიხედეთ მსურველებმა,შეღებილი და ცოლს ამოფარებული მესი რონალდოსთან ახლოს ვერ მივა,ბარსაზე უდიერი საუბრები დაიწყო ჟურნალისტებთან ამ საცოდავმა,რონალდო კი სადაც იყო ყველაზე კორექტულად საუბრობს..ისე მესის მსგავსი ფეხბურთელები პსჟ-ს გასახდელში ბლომად უყრია
ბარსა
02 სექტემბერი 2021 01:57
55
მესი პსჟ ში იქნება,როგორც ეიზეკილ ლავეცი იყო ნაპოლიში :)
Marvel
02 სექტემბერი 2021 10:29
5
სტილისტურად რონალდოს ფანები რაღაცით ქოცბოტებს მაგონებთ
ასდ
02 სექტემბერი 2021 10:14
17
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული