ლევანდოვსკის ღირსეული საქციელი - პოლონელმა საკუთარ გულშემატკივრებს პატივისცემისკენ მოუწოდა

AutoSharing Option
გუშინ 9 სექტემბერს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში ერთმანეთს პოლონეთი და ინგლისი დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე ინგლისის ფეხბურთელებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად მოედანზე მუხლი მოიდრიკეს, რაზედაც მასპინძელთა გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა სტვენა დაიწყო.
talkSPORT-ის კომენტატორმა, ჯიმ პრაუდფუტმა ეს მომენტი შეაფასა:
"ინგლისელმა ფეხბურთელებმა მუხლი მოიაყარეს, საპასუხოდ, პოლონელი გულშემატკივრებისგან სტვენა მიიღეს, როდესაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელების მიმართ ზეწოლას ცდილობდნენ, მასპინძელთა ნაკრების კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მის მაისურზე დატანილი წარწერისკენ (Respect) მიიტანა თითი და მხარდამჭერებს ამ ჟესტიკულაციით გაჩერებისა და პატივისცემისკენ მოუწოდა" - განაცხადა
ჯიმმა.
პოლონელებმა ამ ხერხს პირველად მარტში, უემბლის მოედანზე გამართულ შეხვედრაში მიმართეს. ამას ფაქტს მაშინ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:
"პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია "უემბლიზე" გამოხატული ჟესტით გაცნობებთ, რომ "Black Lives Matter"-ის ინიციატივის მიმართ ნეიტრალური და აპოლიტიკური პოზიცია დაიკავეს. ამავე დროს გვინდა ხაზი იმასაც გავუსვათ, რომ პოლონეთის ყველა წარმომადგენელი რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგია.
კანონიერი საქმიანობით PZPN (პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია) მოვალეობას ყველა ადამიანის მიმართ თანასწორობით, ტოლერანტობითა და ადამიანთა უფლებების დაცვით ასრულებს, განურჩევლად მათი კანის ფერისა, რელიგიისა და პოლიტიკური ხედვებისა".
მომზადებულია talksport-ის მიხედვით

altსაუთგეითი: დინოზავრებად დარჩებიან, არაფერი ეშველებათ...

altდრამა ვარშავაში,"სკუადრა აძურას" მორიგი გამარჯვება და დაუნდობელი "ბუნდეს ნაკრები" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 17 /
ლევანდოვსკის საქციელს არ ვამართლებ, მაყურებელს გაჩუმებისკენ, რომ მოუწოდა. ვერ გავიგე მარტო ლიბერასტებს აქვთ გამოხატვის უფლება? არავითარი დაჩოქვები და ბოდიშები ,ვიღაცეების წინაშე.
ინგლსელებო, მორჩით ამ ტაკიმასხარაობას.
14:57 09-09-2021
9
ლევანდოვსკის საქციელში რა არის ღირსეული? ინგლისის ნაკრებს თუ აქვს სპორტის პოლიტიკურ შოუდ გადაქცევის უფლება, მაყურებელს რატომ არ აქვს ამაზე რეაგირების უფლება?
გიორგი
14:27 09-09-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული