სერბეთმა ლისაბონში გაიმარჯვა და რონალდოს პორტუგალია პლეი-ოფში გაისტუმრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სენსაცია დაფიქსირდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ ტურში ლისაბონში, სადაც A ჯგუფში სერბეთმა პორტუგალია 2:1 დაამარცხა და მუნდიალზე გავიდა.

მასპინძლებს, რომელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა თავდამსხმელმა რონალდომ, მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნიდათ და როდესაც ისინი დებიუტში რენატო სანშეშმა დააწინაურა, ვერავინ იფიქრებდა, თუ სტუმრები გამარჯვებას მოიპოვებდნენ.

მოიპოვეს - 33-ე წუთზე ანგარიში ტადიჩმა გაათანაბრა, ხოლო 90-ეზე მისი პასით გამარჯვების გოლი მიტროვიჩმა გაიტანა.

პორტუგალიის მეტოქე პლეი-ოფში კენჭისყრის შედეგად გაირკვევა, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ სერბეთო! კარგად ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია!
ასეა უნდა მოინდომო!
12:49 15-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული