დაუთმეთ უკრაინას მუნდიალის საგზური - ინგლისელი ჟურნალისტი შოტლანდიასა და უელსს მოუწოდებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევრფინალი შოტლანდიასა და უკრაინას შორის ზაფხულისთვის გადაიდო. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში უელსს შეხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას მუნდიალზე მონაწილეობის უფლება პლეი-ოფების გარეშე უნდა მისცენ, ხოლო ინგლისური ტელეგრაფის" ჟურნალისტმა ჯიმ უაიტმა შოტლანდიას და უელსს მოუწოდა საგზური უკრაინას დაუთმონ.

"ეს რაც არ უნდა მძიმე იყოს, უელსი და შოტლანდია გვერდზე უნდა გაიწიონ და უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვან. ახლა ყატარში მათი ნახვა ყველას სურს. შოტლანდიამ და უელსმა ეს რომ გააკეთონ, უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას დაიმსახურებდნენ.

ეს
სპორტის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი გადაწყვეტილება იქნებოდა. საკუთარი მიზნებისა და ამბიციების ვიღაც სხვის გამო უგულებელყოფა... ეს ნამდვილ პატივისცემას გამოიწვევს. უფრო მეტ პატივისცემას, ვიდრე მუნდიალზე გასვლაა", - წერს უაიტი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ასეთი შემთხვევა იყო საბჭოეთის ჩემპიონატში; ავიაკატასტროფაში მოხვედრილ ტაშკენტის "ფახთაქორს" არ დაატოვებინეს უმაღლესი ლიგა რამდენჯერმე
სტალინი
27 მარტი 2022 14:21
0
ინგლისი გასულია და დაუთმონ თვითონ ბარემ, უელსს და შოტლანდიას რას ეუბნებიან თუ ეგრე შეტკივათ გული. თუ თავისი ენანებათ??
G
27 მარტი 2022 13:35
0
კარგს იზავდნენ, მაინც არ არიან მომგები და საქციელში ჩაეთვლებოდათ. (ინგლისს ვგულისხმობ)
ALONZO
27 მარტი 2022 23:40
0
100%
d
27 მარტი 2022 15:05
0
ჯერ საგზური დაუთმონ,მერე ჯგუფში გაატარონ,მერე პლეი-ოფში მოექცნენ პატივისცემით და გავა ამასობაში უკრაინა ნახევარფინალში!!!!!!!!!!ეგ ჯონსონი უცნაური კაცი კია,მაგრამ მასეთ სისულელეს არ იტყოდა!!!!!!!!!!!!!!! არ მჯერა ამ შაურიანი ჟურნალისტების!!!!!!!!!!!!!!!!1
რა ბრიყვები ხართ !
27 მარტი 2022 12:08
1
არც ეგ თამაში არ იყო გადასატანი,ახლა უნდა ჩატარებულიყო,დაუთმონ არა იხვის ტოლმა!!!!!!!!!!!!!!!!
sandrex
27 მარტი 2022 12:04
2
ირონიულია როცა იმპერიალისტი ინგლისი მოუწოდებს თავისუფლებისთვის მებრძოლ შოტლანდიას და უელსს მსოფლიო თასზე თავიანთი ადგილები უკრაინას დაუთმონ, ასევე იმპერიალისტ რუსეთთან მებრძოლ უკრაინას. უკრაინა ნამდვილად იმსახურებს მაგას ამ მომენტში, მაგრამ ჯერ ერთი თვითონ არ იკადრებენ და მერე შოტლანდიის და უელსის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეგ ეგ არის ინგლისური სინაგლე. კეთილი ინებოს და თვითონ დაუთმოს თავისი გამთბარი ადგილი. და საერთოდ ასეთი თითის ქნევით თუ მითითებით აბლატავებული იმპერიალისტური ტონი და მენტალიტეტი უნდა მოისპოს. ყველგან სადაც არ უნდა იყოს.
1.
27 მარტი 2022 09:36
3
დარწმუნებული ვარ,რომ არცერთი უკრაინელი ფეხბურთელი არ დათანხმდება ამას,სპორტსმენები არიან და კარგად იციან რამდენი შრომა აქვთ ჩადებული ამ ყველაფერში,უელსის ფეხბურთელებსაც და შოტლანდიის ფეხბურთელებსაც,დაუმსახურებლად არ სჭირდებათ იქ მოხვედრა,ძალიან რთულ ვითარებაშია უკრაინა,მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ როგორც ქვეყანა გაერთიანდა ესე გაერთიანდებიან ფეხბურთელებიც და ყველაფერს გააკეთებენ რომ დამსახურებულად გავიდნენ მსოფლიოზე. რაც შეეხება იმას რომ ბოჯომ სხვებს მოუწოდა,რომ უკრაინელებს დაუთმონ საგზური,ეს მათ პოლიტიკას ჰგავს,თავისას არაფერს მნიშვნელოვანს არ თმობენ და სხვას აქეზებენ რომ იბრძოლონ, რა დათმეს ამ ომში საკუთარი?! გადამწყვეტი ნაბიჯები არ ჩანს, ფაქტია რომ ფიზიკურად რუსეთს მხოლოდ უკრაინა ებრძვის.
საქართველო
27 მარტი 2022 03:46
1
ინგლისელი შოტლანდიას და უელსს მოუწოდებს?
Gia
26 მარტი 2022 23:23
0
უკრაინელებმა კერძოდ იარმოლენკომ თქვა უკვე რომ არ გვჭირდება არავითარი შეღავეთებიო …მეორე ის რომ უკრაინის ნაკრები ბევრად ძლიერია გინდ უელსის გინდ შოტლანდიისა თუნდაც რომ შეაერთო ეს ნაკრებები …ომის გამო რომ არა ფსიქოლოგიური პრობლემები ორთავეს უპრობლემოდ მოუგებს ….და თუ როგორც ხალხი ომობს თუ ფეხბურთელებიც მინდორზე ეგეთივე განწყობით გამოვლენ დაახევენ ბურთს თავზე გინდ უელსი გინდ შოტლანდია იყოს ….ეს ორთავე ნაკრები არის საქართველოს დონის და უკრაინის ნაკრები ორი თუ არა ერთი საფეხურით ზემოდ დგანან …!!
ჯერ ერთი
26 მარტი 2022 23:16
6
სამარცხვინო, პატარა კაცების კომენტარები.
niko
26 მარტი 2022 23:12
13
არასწორეა, რა დააშავეს იმ ქვეყნებმა? თქვის ქვეყანას მოუწოდოს და ინგლისმა დაუთმოს თავისი ადგილი, სხვებს რატომ თხოვ
***
26 მარტი 2022 21:53
3
იმიტომ რომ შოტლანდიასთან და მერე უელსთან აქვს სათამაშო, გაიგე? თუ ვერა? ინგლისთან რომ ჰქონოდა თამაში ინგლისი დაუთმობდა უეჭველი
დავით 67
27 მარტი 2022 00:45
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული