ყველაფერი, რაც მსოფლიოს კენჭისყრამდე უნდა იცოდეთ

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩვენი დროით 20:00 საათზე მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი გამოცხადდა, ოფიციალურად საგზური 29-მ უკვე მოიპოვა, დარჩენილი 3 კი ივნისში 2 საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის შეხვედრაში გაირკვევა, ევროპაში კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ერთი ადგილი თავისუფალია. მოგეხსენებათ, უკრაინისა და შოტლანდიის შეხვედრა გადაიდო, მათში გამარჯვებული კი უელსს დაუპირისპირდება.

გთავაზობთ ფაქტებს, რაც კენჭისყრამდე უნდა იცოდეთ:

Sportall.Ge

2022 წლის მუნდიალს არაერთი ვარკვლავი გამოაკლდება, ესპანურმა Marca-მ საუკეთესო 11-ეული შემოგვთავაზა:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)

მცველები: ხუან კუადრადო (კოლუმბია), ჯორჯო კიელინი
(იტალია), დავიდ ალაბა (ავსტრია), რემი ბენსებაინი (ალჟირი)

ნახევარმცველები: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), ჟორჟინიო (იტალია), მარკო ვერატი (იტალია), რიად მაჰრეზი (ალჟირი)

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ერლინ ჰოლანი (ნორვეგია)


Sportall.Ge

დიდი ხანია, რაც დაიწყო მითქმა-მოთქმა თუ ვინ გახდება ჩემპიონი, ამიტომ გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ლიდერების საუკეთესო ხუთეულს:

1-ელი ადგილი - ბრაზილია

მე-2 ადგილი - საფრანგეთი

მე-3 ადგილი - ინგლისი

მე-4 ადგილი - ესპანეთი

მე-5 ადგილი - გერმანია

საინტერესოა, რომ ჩამონათვალში არგენტინა მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო პორტუგალია - მე-8 პოზიციას.

Sportall.Ge

რამდენიმე დღის წინ ნაკრებების რეიტინგი განახლდა, პირველ ადგილზე ბრაზილია გადავიდა, ბელგია კი ჩამოქვეითდა, აღსანიშნავია მექსიკის მე-9 ადგილიც (3 პოზიციით დაწინაურდა).

Sportall.Ge

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრას, 32 გუნდი 4 კალათშია გადანაწილებული, პირველ კალათშია მასპინძელი კატარიც. თუ განლაგებას შევხედავთ, არ გამოვრიცხოთ, რომ რამდენიმე "სიკვდილის ჯგუფიც" აღმოჩნდეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული