ზელენსკი: გავედით, ვიბრძოლეთ, გავიმარჯვეთ, რადგან უკრაინელები ვართ!

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში სტუმრად შოტლანდიის 3:1 დამარცხება უკრაინის ნაკრებს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.

"არის გაელვება, როდესაც ბევრი სიტყვა საჭირო არ არის! უბრალოდ, სიამაყე! უბრალოდ, მადლობა, ბიჭებო! ბედნიერების ორი საათი, რომელსაც გადავეჩვიეთ. გავედით. ვიბრძოლეთ. რადგან უკრაინელები ვართ!

სიხარული ჩვენი სამხედროებისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყველანი ვიბრძვით, ყველა თავის ფრონტზე, სწორედ ამისათვის. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშისათვის, გულზე ჩვენი გერბისათვის, Ще не вмерла України-სთვის, რომელსაც ვერ ჩაახშობენ.

ვიბრძვით, ვჩხუბობთ, გავუძლებთ, გავიმარჯვებთ, ვინაიდან უკრაინელები ვართ", - დაწერა ზელენსკიმ "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზინჩენკო მაგრად დავაფასე,რაც მაგან თავისი ქვეყნისთვის ინერვიულა და იტირა,არ გავს ქართველ სპორცმენებს ქართულად ერთ სიტყვას არ დაწერენ სოციალურ ქსელებში მეტიც, მათმა შვილებმა ქართულიც არ იციან
გიორგი
02 ივნისი 2022 15:55
2
ქართულად რასაც წერენ,იმასაც ინგლისური შრიფტით,წერე ქართულად!!!
სოსო
02 ივნისი 2022 18:03
0
უი, მეგონა ომი მოიგეს.
Irma
02 ივნისი 2022 14:05
23
უი, მეგონა გაგიტყდა.
ირმას
02 ივნისი 2022 15:27
3
როცა ქვეყანა ომშია, მაშინ ნებისმიერი პატარა წარმატება გაცილებიდ დიდი სიხარულის მომტანია,ვიდრე მშვიდობიანობისას! დიდება უკრაინასა და საქართველოს!
Duvaio
02 ივნისი 2022 14:50
1
ყოჩაღ უკრაინას. ასე თუ ითამაშეს უელსთან, მსოფლიოზე წავლენ. SLAVA UKRAINE!!
G.LA
02 ივნისი 2022 11:26
5
დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!!!
აკა
02 ივნისი 2022 09:58
5
Slava ukraina
M.m.
02 ივნისი 2022 10:55
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული