"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პალკინმა Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და ფიფას მოუწოდა, ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს და მის ნაცვლად მუნდიალზე უკრაინა დაუშვას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა მასიჰ ალინეჯადმაც გაავრცელა ცნობა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ირანის მუნდიალიდან მოკვეთის მოთხოვნით, ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა წერილით მიმართეს.

"იმ დროს, როდესაც ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ნაკრების თამაშით ტკბებიან, უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ. თითქმის 250 თვითმფრინავი უკვე თავს დაესხა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.

"შახტარი" მიმართავს ფიფას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ აუკრძალონ ირანის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ჩაანაცვლონ ის უკრაინის საფეხბურთო ნაკრებით", - წერს პალკინი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნოდო ხარ თუ ნოდარიკო, შენ არ თანაუგრძნობ უკრაინელებს? წაიკითხე ჩემი კომენტარი და იყავი შემწყნარებელი დაჩაგრულებისადმი, ვინც რუსების აგრესიის ქვეშაა
პატრიოტი
28 ოქტომბერი 2022 14:05
0
ჯერ ერთი მიმართვის ფორმა ისწავლე მეორე თავი თუ პატრიოტი მოგაქ წადი და იომე და მესამე ომის გამო არავინ იმსახურებს ისეთ პრივილეგიას რაც წესებში არ წერია ეგრე ყველა ქვეყანა მოძებნის რამე მიზეზს კლაციატურით პატრიოტო :)
ნოდო
29 ოქტომბერი 2022 11:39
0
მხოლოდ ჯგუფში ჩასმა გინდათ თუ ფლეიოფში პირდაპირ გაყვანაც? თუ მაგას თქვენით იზამთ? ირანი კაი მარა ომი თუ გაქვთ მიზეზი არაა სამიცე ევროტურნირზე რატო თამაშობთ? მოგეგოთ უელსისთვის რახან ომი არ მაქვს ქვეყანაში რამით ნაკლები ვარ? ძალიან ბევრი უკრაინელია ვისაც ომი შეუძლია და კურორტებზე ისვენებს აი მაგათ გამო კი არ იმსახურებენ მსოფლიოზე ყოფნას უკრაინა
ნოდო
28 ოქტომბერი 2022 06:52
0
100%
ირაკლი
27 ოქტომბერი 2022 18:40
6
რუსები ყველაფერზე პასუხს აგებენ და მაგათ მიყვებით მაგათი ტროლები და ჩმ*** რებიც
ddsh.
27 ოქტომბერი 2022 18:29
5
რა სირცხვილია, რომ ფეხბურთის მოყვარულებში ანტიკრაინელებიც არიან, ესენი თავისთავად რუსეთს უჭერენ მხარს, ჩემი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს, როგორ გვამწარებდნენ რუსები, ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც აშკარად საუკეთესოები იყვნენ (მესხი, მეტრეველი, ყიფიანი ...) ხუსაინოვს, ჩისლენკოს და გავრილოვს ამჯობინებდნენ, მესხი გამოძახებული იყო მსოფლიოს ნაკრებში და არ გაუშვეს, აი ასეთი იყო საბჭოთა რეალობა, რომელსაც ზოგიერთი მისტირის, ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, იცოდნენ, რომ იყო საშინელი კორუფცია და განუკითხაობა
პატრიოტი
27 ოქტომბერი 2022 16:23
11
რა შუაშია ანტიუკრაინელობა თუ ფეხბურთია ფეხბურთი იყოს მოკვეთავენ ირანს მაშინ ვინც მის შემდეგ იყო იმას ეკუთვნის თორემ გამოდის რომ ირანი იმიტომ უნდა მოკვეთონ რომ უკრაინისთვის ადგილი გათავისუფლდეს.
w
27 ოქტომბერი 2022 18:09
0
რატომ უნდა აწვალოთ პირდაპირ ჩემპიონობა რომ მისცენ არ ჯობს. თუ ირანს მოკვეთენ მაშინ მაშინ ჯგუფში მის შემდეგ ვინც იყო იმას იკუთვნის ან აზიურ გუნდს მაინც თორემ სამართლიანობის პრინციპები ირღვევა.
სსს
27 ოქტომბერი 2022 15:58
7
ვაი ამათ პატრონს, თავში აუვარდათ.
გუჯა
27 ოქტომბერი 2022 14:47
8
პლეი ოფში ამაზე ძლიერები დამარცხნდნენ და მანდამაინც ესეი რატომ უნდა დაუშვან?
მმმმმ
27 ოქტომბერი 2022 15:38
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული