"მესისთან ერთად არგენტინის ნაკრები მუნდიალის ფავორიტია" - სერხიო აგუერო

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საკუთარი ქვეყნის ნაკრების შანსები შეაფასა.

აგუეროს თქმით, მესისთან ერთად არგენტინის ნაკრები მუნდიალის ფავორიტია.

"ვფიქრობ, არგენტინის, საფრანგეთის, ბრაზილიის, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები არიან. პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაგვაკლდება, არგენტინას ტურნირის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს. მესი არის ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების წარმატების მთავარი გასაღები იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ ნაკრებს გაუჭირდება" - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული