კანადელებმა დებიუტიდანვე შეუტიეს. მე-10 წუთზე ბურთი საჯარიმოში კარასკოს ხელზე მოხვდა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ დევიდს გატანა კურტუამ არ დაანება - ტიბომ ყველა ტურნირზე ბოლო 10 თერთმეტმეტრიანიდან 6 მოიგერია. აქედან მოყოლებული, შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის დასასრულს ბატშუაიმ ბელგია დააწინაურა.
შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო თვალსასეირო სანახავი იყო. ბურთი ცენტრში პრაქტიკულად არ ჩერდებოდა, გუნდებს იერიში-იერიშზე მიჰქონდათ, მაგრამ გოლი ვერც ერთმა ვერ გაიტანა და გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც
ამ ჯგუფში შემდეგი ტური 27 ნოემბერს გაიმართება: ბელგია მაროკოს, ხოლო კანადა ხორვატიას დაუპირისპირდება.
ალ რაიანი, „ახმად ბინ ალი“. 40 432 მაყურებელი
ბელგია - კანადა 1:0
გოლი: ბატშუაი (44)
გამოუყენებელი პენალტი: დევიდი (10)