კანადელთა გამოუყენებელი პენალტი - ბელგიამ მოიგო და ჯგუფში გალიდერდა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, ბელგიამ კანადა 1:0 დაამარცხა.

კანადელებმა დებიუტიდანვე შეუტიეს. მე-10 წუთზე ბურთი საჯარიმოში კარასკოს ხელზე მოხვდა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ დევიდს გატანა კურტუამ არ დაანება - ტიბომ ყველა ტურნირზე ბოლო 10 თერთმეტმეტრიანიდან 6 მოიგერია. აქედან მოყოლებული, შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის დასასრულს ბატშუაიმ ბელგია დააწინაურა.

შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო თვალსასეირო სანახავი იყო. ბურთი ცენტრში პრაქტიკულად არ ჩერდებოდა, გუნდებს იერიში-იერიშზე მიჰქონდათ, მაგრამ გოლი ვერც ერთმა ვერ გაიტანა და გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც
მეტოქეზე უკეთესი არ გახლდათ.

ამ ჯგუფში შემდეგი ტური 27 ნოემბერს გაიმართება: ბელგია მაროკოს, ხოლო კანადა ხორვატიას დაუპირისპირდება.

ალ რაიანი, „ახმად ბინ ალი“. 40 432 მაყურებელი
ბელგია - კანადა 1:0
გოლი: ბატშუაი (44)
გამოუყენებელი პენალტი: დევიდი (10)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს უსამართლობაა, ამ თამაშით თუ ვიმსჯელებთ კანადა გაცილებით ძლიერია ვინემ საუდეთი ან იაპონია და ისინი თუ იმსახურებდნენ მოგებას ეს მით უმეტეს.
რრრ
11:59 24-11-2022
0
თუ მეშლება უკაცრავად და კანადას მეორე პენალტი არ მისცეს, არა და ვიტცელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ კურტუას რეკორდი დაემყარებინა პენალტების მოგერიებაში :)
საბა
10:25 24-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული