"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა, ლუი ვან გაალმა ეკვადორთან დაპირისპირების შემდეგ (1:1) პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტოქე გამარჯვებას იმსახურებდა.

"კარგად არ გვითამაშია, ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ, ბურთს სწრაფად ვკარგავდით, მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო. ეკვადორის ნაკრები გამარჯვებას იმსახურებდა" - განაცხადა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრები 4 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. "ნარინჯისფრები" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 29 ნოემბერს, მასპინძელი კატარის წინააღმდეგ გამართავენ.

altანტიფეხბურთი: ნიდერლანდები - ეკვადორი 1:1

altდღეს, ვარჯიშზე - 71 წლის ვან გაალმა მეუღლეს სექსი შესთავაზა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯასტინ კლუივერტი ნამდვილად იმსახურებდა მუნდიალზე წაყვანას. იმის გამო, რომ ვალენსიას ნორმალური ნახევარდაცვა არ ჰყავს კლუივერტის ბრალი არაა!
ლაშა
15:47 26-11-2022
0
აბა ხარისხობრივად უკეთესი გუნდი მყავს ვიდრე 2014-შიო?ლუი დაბერდა აშკარად,თორემ 2014_ში გუნდს რობენი,სნეიდერი და ვან პერსი ყავდა.ამ სამეულს თავი რომ დავანებოთ ამ ნაკრებში მაშინდელ კუიტის დონესთან მიახლოებული შემტევიც კი არაა,რა ხარისხზე ლაპარაკობს წარმოუდგენელია.ბერგჰუის-ბერგვაინი რა სათამაშებელი ხალხია საერთოდ.ვერ დავიჯერებ რომ ამათ ჯასტინ კლუივერტი და დანჯუმა ვერ აჯობებდნენ,რომლებიც საერთოდ არ წაიყვანა.ან ლუკ დე იონგი ერთი წუთითაც კიარ გამოიყვანა,არადა ძალიან კლასი თავდამსხმელია და ჩაწოდებაზე მაინც იქნებოდა სახიფათო.რას თამაშობს ჰოლანდია გაურკვეველია,ძლიერი დაცვის იმედად ვითომ და წინ ვიღაც გაიტანს,დეპაის იმედზე?ახალგაზრდა სიმონსს მაინც მისცეს შანსი.ამაზრზენია როცა ჰოლანდიამ ორ თამაშში კარში სამჯერ ურტყავს.
master
12:46 26-11-2022
0

სიახლეები პოპულარული