მესის გოლი და საგოლე პასი - არგენტინამ მექსიკა მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში არგენტინამ მექსიკას 2:0 სძლია.

საუდის არაბეთთან დამარცხებულ არგენტინას მოგების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა, დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ შესვენებამდე მეტოქემ გასაქანი არ მისცა, მესიმდე ბურთი არ მიდიოდა, ტემპი დაბალი იყო და პირველი ტაიმი უმომენტოდ გაილია.

მეორე ტაიმი ლეოს მოპოვებული და მის მიერვე არაზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. „ალბისელესტემ“ ბურთი დაიჭირა და მესიმ ოჩოას კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, მექსიკა ზურგის მოშიშვლების შიშით დიდი ძალებით წინ წასვლას ერიდებოდა. 87-ე წუთზე ფერნანდესმა მესის პასი მიიღო,
ოჩოას ლამაზი გოლი გაუტანა და ვერცხლისქვეყნელებმა გაიმარჯვეს.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი პოლონეთია, 3-3 ქულა არგენტინას და საუდის არაბეთს აქვთ, ხოლო მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

ჯგუფში ბოლო ტური 30 ნოემბერს ჩატარდება: არგენტინა პოლონეთს, მექსიკა კი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

ლუსაილი. „აიკონიკი“. 88 966 მაყურებელი
არგენტინა - მექსიკა 2:0
გოლები: 1:0 მესი (64), 2:0 ფერნანდესი (87)

მკითხველის კომენტარები / 11 /
გასაგებია თქვენი აზრი მაგრამ 1982-ში ჯგუფური ეტაპის მერე ვერავინ წარმოიდგებდა იტალიის ჩემპიონობას ან 2010-ში ვინ იფიქრებდა შვეიცარიასთან წაგების მერე ესპანეთის ჩემპიონობას?
las-s
27 ნოემბერი 2022 13:47
0
სრულიად ნეიტრალური გულშემატკივარი მიხვდება რომ ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებს არაფერი აქვს საერთო ტურნირის მოგებასთან :)
ჯგუფს დაზლევს და ვნახოთ პლეიოფში შესაზლოა ატამაშდენ :)
las
27 ნოემბერი 2022 11:12
2
ექსპერტები რომ დაიწყებთ ვიღაცის მილონების გარჩევას
tura
27 ნოემბერი 2022 06:58
2
შეხვდებიან ისევ საუდის არაბეთის დონის გუნდსდა
juve
27 ნოემბერი 2022 02:34
8
საერთოდ დიდი ტურნირის მოგების შემდეგ მომდევნო ტურნირზე იგივე თამაშით გასვლა არის შეცდომა, რომელიც ბევრ ჩემპიონ გუნდს დაუშვია და ამიტომ იყო, რომ რამდენჯერმე წინა ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩენილა. არგენტინამ დაიწყო იმ თამაშით და იმ შემადგენლობით რაც კოპაზე ქონდათ. ამის წინააღმდეგ კი უკვე ყველას აქვს კონტრთამაში . შესწავლილები არიან. დღეს მეორე ტაიმის ბოლოსკენ თითქის შეცვალეს თამაშიც და შემადგენლობაც და ამან შედეგი გამოიღო. თუ არგენტინა იპოვის ახალ თამაშს და ახალ შემადგენლობას, შორს წავა ... თუ ვერ მაშინ....
არტ
27 ნოემბერი 2022 02:29
1
მერე იტყვიან სად ათრევს მესი არგენტინასო
მინდია
27 ნოემბერი 2022 01:33
2
კარგი იქნება თუ არგენტინა პლეი ოფში გავა. სარკეში ჩაახედებენ რასაც გავს. ორ თამაშს რომ უყურო და ფეხბურთელი არ მოგეწონოს არგენტინელი ასეთი არ მინახავს ჯერ.
G.LA
27 ნოემბერი 2022 01:16
15
მესის გაუგია რომ არ მოგწონთ და ფრიად დადარდიანებულა)))))))
კაი ერთი
27 ნოემბერი 2022 02:31
9
გენიოსია. უბრალოდ არგენტინას ძალიან ძალიან გაუჭორდება ასე შორს წასვლა
ქართველი
27 ნოემბერი 2022 01:11
1
მიდი ლეო მესი მხოლოდ შენ შეგიძლია ფეხბურთის დიდ ღმერთს - დიეგო არმანდო მარადონას მისწვდე და მის გვერდით ღირსეულად დადგე!!!
დავითი
27 ნოემბერი 2022 01:10
15
რა ცოდო ხარ!
ჯ.დ
27 ნოემბერი 2022 05:45
6

სიახლეები პოპულარული