სენსაცია - "ჯვაროსნების" მძლეველმა მაროკომ ბელგია დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში მაროკომ, რომელმაც ტურნირის დაწყების წინ საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩში სძლია, ბელგია 2:0 დაამარცხა და F ჯგუფში 4 ქულით გალიდერდა.

როგორც მოსალოდნელი იყო ბელგია თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ბატშუაის გატანა მეკარე მუნირმა არ დაანება. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა, პირველი ტაიმის დასასრულს ზიეშმა საჯარიმოდან კურტუას კარი დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმში ევროპელები ბევრს, თუმცა უსისტემოდ უტევდნენ, გოლები კი ისევ აფრიკელებმა გაიტანეს - ისევ ანალოგიურად საჯარიმოდან, ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი კურტუამ და
ამჯერად მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თავი შეცვლაზე შესულმა „სამპდორიას“ ნახევარმცველმა საბირიმ გამოიჩინა. კომპენსირებულ დროში ბელგიელები აბუხლალმაც დაამწუხრა და მაროკომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ხორვატია და კანადა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. "ტუმამა". 43 738 მაყურებელი
ბელგია - მაროკო 2:0
გოლები: 0:1 საბირი (73), 2:0 აბუხლალი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 25 /
არაფრით არ ამართლებს ეს ჩვენს უსუსურ თამაშს მაროკოსთან
giga
27 ნოემბერი 2022 21:00
2
იქნებ დააკონკრეტოთ DD რას ნიშნავს.
zura222-ს
27 ნოემბერი 2022 20:34
0
რატოა ვითომ სენსაცია!
ქუთაისი
27 ნოემბერი 2022 20:30
1
ეს იმ იდიოტებს ფეხბურთის უცოდინარებს, გაიგეთ ახლა, რა გუნდია მაროკო? ლამის მიწაში რომ ჩადეთ საქართველოს ნაკრები, ეს ვისთან წავაგეთო, ახლა გაიგეთ, ვისთან წავაგეთ?
გაიგეთ?
27 ნოემბერი 2022 19:57
10
საქართველოს ნაკრების უსახურობა ,,ჩადეს მიწაში " გაიგე ? რატომ ფიქრობ , რომ შენ იცი რომელი ნაკრები როგორია და სხვამ არა ? ისე , მაროკო ბევრი არაფერია , რო იცოდე . ერთი გავარდნა ყარაულის თოპფიც ისვრის .
gpi
28 ნოემბერი 2022 03:21
2
მაროკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ნაკრებია. ფიფას რეიტინგის ოცეულთან კიარა ათეულთან მიახლოებული გუნდია...
merabi-1960
27 ნოემბერი 2022 19:43
2
აიი თურმე რა გინდთან წაგვიგია !! დღეს მაროკოს მოგება ნეიტრალურ ხალხში ალბათ ყველაზე მეტად სანიოლს გაიხარდა და გასაგებია რატომაც DD
zura222
27 ნოემბერი 2022 19:39
6
თურმე ვისთან წაგვიგია
muro
27 ნოემბერი 2022 19:35
4
თქვენ კიდევ ამბობდით მარაკოსთან რატომ წავაგეთ მეორე შემადგენლობითო? აგერ ჯგუფიდან გადიან და მეორე შემადგენობა ისეთი გვინდა გვყავდეს, ჯგუფიდან გამსვლელ მაროკოსთან არ აგებდეს და ბელგიასაც უგებდეს. ძირითადით ამ ბელგიას რატომაც არ უნდა მოუგოთ? ორი თამაშია წვალობენ.
G.LA
27 ნოემბერი 2022 19:35
3
რომ დავწერე მაროკო მშვენიერი გუნდია და ეს შედეგი არ უნდა გაგვიკვირდესთქო - ბევრმა დისლაიქი დამიწერა პოსტზე ))
ilar10N YouTube
27 ნოემბერი 2022 19:33
4
aranairi sensacia maroko uketesi gundia da moigo, marto saxeli nu ggoniat fexburti, kvelam iscavla tamshi da ganvitarda
ika
27 ნოემბერი 2022 19:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული