ხორვატია-კანადა 4:1 - და ვინ დარჩა გაუპატიურებული? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა.

კანადელთა მწვრთნელმა ჰერდმანმა მატჩის წინ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ მეტოქეს გააუპატიურებდნენ, რამაც ხორვატიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გაზეთმა 24sata-მ ჰერდმანის შიშველი სურათი გამოაქვეყნა და მიანიშნა, რომ მეტოქე გუნდის თავკაცს ეს საფრთხე თავად ემუქრებოდა.

კანადა დებიუტში დევისმა თავურით დააწინაურა (ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩრდილოეთამერიკელთა პირველი გოლია), რის შემდეგაც ხორვატებმა შეუტიეს, ჯერ კრამარიჩის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა მან მალე მაინც გაათანაბრა ანგარიში. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლივაიამ სლავები წინ გაიყვანა.

შესვენების
შემდეგ კანადა თამაშის შემოტრიალებას ამაოდ ეცადა, იქით მიიღო კრამარიჩისგან და მაიერისგან  გოლები და მარცხი იწვნია.

ამ ჯგუფს 4-4 ქულით ხორვატია და მაროკო ლიდერობენ, 3 ქულით მესამე ადგილზე ბელგიაა, კანადა კი უქულოდაა და მერვედფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

ჯგუფში ბოლო ტური 1-ელ დეკემბერს ჩატარდება: ხორვატია ბელგიას, ხოლო კანადა მაროკოს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 374 მაყურებელი
ხორვატია - კანადა 4:1
გოლები: 0:1 დევისი (2), 1:1 კრამარიჩი (36), 2:1 ლივაია (2:1), 3:1 კრამარიჩი (70), 4:1 მაიერი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 10 /
მასეც მოუხდებათ! ბევრმა ბლატაობამ იცის.
ჰეჰე
22:53 27-11-2022
0
მეც ვფიქრობდი ბატონო მოსამართლევ აუპატიურებდა მაგრამ ახლოს რომ მივედი სტყ...აო)))
გიუშა
22:04 27-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული