"მატეომ სტადიონი ტირილით დატოვა, ტიაგო კი მოვიდა და მითხრა..." - მესიმ გაიხსენა, რა ხდებოდა მის ოჯახში საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
პსჟ-ისა და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ლეო მესიმ თქვა, რა ხდებოდა მის ოჯახში, როდესაც მისი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთთან სენსაციურად, 1:2 დამარცხდა.

"მატეომ საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ სტადიონი ტირილით დატოვა. ტიაგო კი მოვიდა და მითხრა, თუ ორივე თამაშს მოვიგებდით, პლეი-ოფში გავიდოდით.

ჩემი ოჯახი ისევე იტანჯება, როგორც თითოეული არგენტინელი, მაგრამ ახლა ყველანი ბედნიერი ვართ, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელთაა და მუნდიალის პლეი-ოფში უნდა გავიდეთ", - თქვა მესიმ მექსიკის ნაკრების დამარცხების შემდეგ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუცილებლად გახვალთ, სხვანაირად არც იქნება! ლეო ჯიგარი შვილები გყავს, ვისურვებდი რომელიმე შენს გზას დადგომოდა (საფეხბურთო კარიერის თვალსაზრით) და ღირსეული მამის შვილი, ღირსეული ფეხბურთელი დამდგარიყოს!
თემო
16:11 28-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული