პორტუგალიამ ურუგვაის მოუგო და მერვედფინალშია - პირველი გოლი რონალდომ გაიტანა თუ ბრუნომ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, H ჯგუფში, პორტუგალიამ ურუგვაი 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

პირველ ტაიმში პორტუგალია სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. ურუგვაი დაცვაში იდგა და კინაღამ დაწინაურდა, როდესაც ბეტანკურმა ცენტრიდან დრიბლინგი განახორციელა, სამი მეტოქე ჩამოიცილა, მაგრამ გატანა მეკარე დიოგუ კოშტამ არ დაანება.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო. ჯერ შანსი ფელიქსმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთს რონალდო თავით თითქოს ოდნავ შეეხო და ანგარიში გაიხსნა. თუმცა გოლი ბრუნოს ჩაუთვალეს. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა, ორმხრივი
იერიშებით მიმდინარეობდა. სამხრეთამერიკული გუნდის მწვრთნელმა ალონსომ შეცვლაზე გომეში და სუარესი შეუშვა. პირველმა ბურთი ძელს გაარტყა, მეორემ მიზანს ვერ უწია, მერე დე არასკეატამ ვერ გამოიყენა შანსი, 90-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ურუგვაელ ხიმენესს მოხვდა, ბრუნომ პენალტი გამოიყენა და დუბლი შეასრულა. ის ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს ბურთი ძელს გაარტყა.

ამ ჯგუფში 6 ქულით ლიდერი პორტუგალიაა, 3 ქულით მეორე ადგილზე განაა, თითო-თითო ქულა კი სამხრეთ კორეასა და ურუგვაის აქვთ.

ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება: ურუგვაი განას, ხოლო პორტუგალია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 668 მაყურებელი

პორტუგალია - ურუგვაი 2:0
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (90+2, პენ)

მკითხველის კომენტარები / 21 /
რას ერჩით ამ კაცს? ქრონიკული N2-ის სინდრომია. სადღაც შეიძლება ამასაც გაუგოთ, დაიტანჯა ჩრდილში, მზე ენატრება
დინამოელი
29 ნოემბერი 2022 09:13
52
ეგოისტი რომ იყო, აქამდეც ჩანდა, მაგრამ ეს ნამეტანია. ეტყობა ასაკთან ერთად ეგოიზმიც მოემატა
: )))))))
29 ნოემბერი 2022 09:43
49
ნუ თავიდან კი შეიფერა მაგრამ მერე აშკარად მიხვდა რომ ამდენ კამერებში და ტექნოლოგიებში მაინც გაიშიფრებოდა და ტრადიციული სიიუუ-ც აღარ გააკეთა და ბრუნოსთან მიირბინა.. ასე რომ მთლად ვერ გააკრიტიკებ კაცი:) ისე ეს რომ არ ამხტარიყო მეკარე ამ ჩაწოდებულ ბურთს მარტივად აიღებდა
papai
29 ნოემბერი 2022 11:51
29
ჰა ჰა ჰაააა პენალდოო, სხვისი გატანილი გოლი მან აღნიშნა, ნეტა ეხლა რა ჭკუაზეა როცა ოფიციალურ ოქმში ბრუნოა გოლის ავტორად აღნიშნული?!
თომა
29 ნოემბერი 2022 13:27
30
მესისტო ანტირონალდისტებო როგორ კიდიხართ კრიშტიანოს თქვენ ხომ აზრზე არა ხართ.მთავარია რომ არა რონალდუს მოქმედება ეს ბურთი არ გავიდოდა.
ასეა ეს
29 ნოემბერი 2022 15:36
8
რა არ აღნიშნა ტიპი კანიდან ამოხტა.DDDDDDDDDDDDDDDDDD
ეეე
29 ნოემბერი 2022 12:21
26
გოლის დამადლებასაც მოვესწარით.
ერთი გოლის გატანაში, როგორც წესი სულ ცოტა 3-4 მოთამაშეა 'დამნაშავე' ხოლმე, მაგრამ პენალდუს ესეც მედლად მიატყეპეს :)))
ვანდა ჯიქია
29 ნოემბერი 2022 14:15
4
მთავარი შედეგია და პორტუგალია გასულია ჯგუფური ეტაპიდან.
რაც შეეხება გოლს, მე ასე დავინახე რომ რონალდო ძალიან მცირედით შეეხო ბურთს რაც მის ტრაექტორიაზეც აისახა. გამეორებაზეც (უკან ხედიდან) ჩანს ტრაექტოეიის ცვლილება!
ამ გოლზე მომავალში სულ იქნება კამათი!
G.A.L.
29 ნოემბერი 2022 14:02
1
აუუუ, ეხლა დაიწყებს პატარა ბავშვივით ტირილს, გაბუტვას და მთელ მსოფლიოზე დაბოღმვას.
აღუუ, პენალდოოოს!
29 ნოემბერი 2022 11:35
37
სათავისოდ ისედაც არ აღუნიშნავს, ბრუნოსთან მივარდა მაშინვე. თავის გოლებს სხვანაირად აღნიშნავს.
nika
30 ნოემბერი 2022 16:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული