"შენც ნაძირალა ხარ! ჯერ რაღაცას წერ და..." - ალვარესმა აგუეროს უპასუხა, რომელმაც მესი დაიცვა

AutoSharing Option
კრივში 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, მექსიკელი კანსელო ალვარესი, სერხიო აგუეროს განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იცით, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს. თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".

მესი მეგობარმა და თანაგუნდელმა სერხიო აგუერომ დაიცვა, რომელმაც
სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ კანსელომ არ იცის, თუ რა ხდება რეალურად გასახდელში. მაისურები მუდმივად იატაკზე ყრია, რადგან ოფლიანია. 

ცნობილი მოკრივე "კუნის" ამ განცხადებასაც გამოეხმაურა და შემდეგი პასუხი გასცა:

"შენც ნაძირალა ხარ. ჯერ რაღაცას წერ, ახლა კი უკან იხევ. ნუ იქნები თვალთმაქცი ნაძირალა", - წერს ალვარესი სოციალურ ქსელში.

alt"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს" - ცნობილი მოკრივე მესის ემუქრება

მკითხველის კომენტარები / 5 /
კანსელო არ ჩანქსელო. ეგ იმის ბრალია კრივს რომ არ აშუქებთ. მსოფლიო ჩემპიონატი იყო ახლახანს ახალგაზრდებში, ჩვენებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს, რაც უპრეცედენტოა და თქვენ არაფერი დაგიწერიათ.
odala
12:07 29-11-2022
2
გაჩერდი თორემ მეივეზერი მოვა
Tazo
12:48 29-11-2022
6

სიახლეები პოპულარული