მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა - რას წარმოადგენს ავსტრალიის ნაკრები?

AutoSharing Option
მართალია, ავსტრალიაში ფეხბურთი პოპულარობით რიგით მე-5 სპორტია, თუმცა 30 ნოემბერს ამ ქვეყნის ისტორიაში ახალი, წარმატებული ფურცელი დაიწერა.

გრემ არნოლდის გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად, ევრო 2020-ის ნახევარფინალისტი დანიის ნაკრები 1:0 დაამარცხა და 2006 წლის შემდეგ პირველად, პლეი-ოფში გავიდნენ.

ავსტრალიის ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა შოტლანდიის ჩემპიონატში ან ადგილობრივ A ლიგაში გამოდის.

გუშინდელი წარმატება გრემ არნოლდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 16 წლის წინ, იგი გუს ჰიდინკის ასისტენტი იყო, როდესაც მერვედფინალში, იტალიის ნაკრებმა ავსტრალიას 95-ე წუთზე გატანილი პენალტის წყალობით დაძაბულ ბრძოლაში 1:0 სძლია.

"ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ,
მიუხედავად არაერთი სირთულისა არ დანებდნენ, მათი ძალისხმევა წარმოუდგენელი იყო" - განაცხადა არნოლდმა BBC Two-სთან ინტერვიუში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ავსტრალიის ნაკრების ღირსებას იცავდნენ "ლივერპულის" შემტევი ჰარი კიუელი, "მიდლსბროს" კაპიტანი მარკ ვიდუკა, პრემიერ ლიგის ცნობილი მეკარე მარკ შვარცერი და კარიერის პიკში მყოფი ტიმ კეჰილი.

დღევანდელი ნაკრები კი მეტად ახალგაზრდულია, მაგალითად, არნოლდს გუნდში 25 წლამდე ასაკის 9 მოთამაშე ჰყავს, ჰიდინკის დროს კი ასეთი 3 ფეხბურთელი იყო. უცნაურია, მაგრამ დანიის წინააღმდეგ მატჩის ბედი "ყვითლების" ერთ-ერთმა ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ, 31 წლის მეტიუ ლეკმა გადაწყვიტა და ნაკრების მაისურით მე-14 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

"სოკეროსის" დღევანდელ ნაკრებში ყველაზე გამოცდილ მოთაშედ "არსენალისა" და "ბრაიტონის" ყოფილი მეკარე მეტ რაიანი ითვლება. კაპიტანმა დანიასთან პირველ ტაიმში ბრწყინვალე მოგერიება განახორციელა და მატიას იენსენს არ გაატანინა.

ამავე დღეს ჯგუფში კიდევ ერთი მოულოდნელობა მოხდა, როდესაც "მონპელიეს" შემტევმა ვაჰბი ხაზრიმ საფრანგეთის ნაკრებისთვის გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და ტუნისმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, ავსტრალიის ნაკრები პლეი-ოფში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი 3 დეკემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

alt"მესი მიყვარს, მაგრამ მასთან თამაში ჩემთვის პატივი არაა" - ავსტრალიელი მცველი არგენტინის დასამარცხებლად მზადაა

altამ დროს შუაღამის 03:30 საათია... ულამაზესი სანახაობა და დიდი ზეიმი - რა ხდებოდა ავსტრალიაში, როდესაც მათი ნაკრები მუნდიალის 1/8-ფინალში გავიდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული