"ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-1000 საიუბილეო შეხვედრა გატანილი გოლით აღნიშნა. "ჯადოქარმა" არგენტინელთა ქომაგებს იმედები ჩაუსახა, რომ 36 წლიანი მოლოდინი წელს დასრულდება.
არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რა თქმა უნდა, მესი მოედანზე კვლავ მთავარი გმირი იქნება, "ლა პულგა" 3 გატანილი გოლით მუნდიალის ბომბარდირია.
"მოხარული ვარ, რომ მიზნის მისაღწევად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, ავსტრალიელებმა ბევრი იბრძოლეს, ძალიან რთული მატჩი გვქონდა" - აღნიშნა მესიმ, რომელმაც კარიერაში
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა BBC One-ის ეთერში ლეოს მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა და მის თამაშს "ღვთიური" უწოდა.
"მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კონკრეტული მოთამაშისგან ასეთი ხარისხის მატჩი არ მინახავს, მისი თამაში "ღვთიური" იყო, აღფრთოვანებული ვარ.
უბრალოდ როგორ ახერხებს ამას? მეტოქეებისთვის მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთურია, მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ფენომენალურია" - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა, დღევანდელი არგენტინის ნაკრები 1986 წლის გუნდს შეადარა, როდესაც "ალბისელესტემ" მარადონას ლიდერობით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ეს ნაკრები 1986 წლის გუნდს მახსენებს, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, მოთამაშეები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. უნდა აღნიშნოს, რომ დიეგო 86-ში კარიერის პიკში იყო, ლეო კი კარიერის დასასრულს უახლოვდება, მესის მხოლოდ ერთი მოთამაშე შემიძლია შევადარო და ეს მარადონაა" - თქვა ლინეკერმა.
მიუხედავად გამარჯვებისა, უკმაყოფილება ვერ დამალა არგენტინის ნაკრების ყოფილმა განაპირა მცველმა პაბლო საბალეტამ, რომელმაც სკალონის გუნდს ერთ ფეხბურთელზე ზედმეტად დამოკიდებული უწოდა.
"არგენტინელთა მხრიდან სახიფათო მომენტს მხოლოდ მესი ქმნის, მასზე ზედმეტად დამოკიდებულები ვართ, შეხვედრის პირველ ნახევარში ცუდად გამოვიყურებოდით, უფრო სწრაფად და მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ" - განაცხადა "სიტის" ყოფილმა მცველმა.
ლეოს მიმართ საქებარი სიტყვები არც ავსტრალიელთა ნაკრების მწვრთნელმა გრემ არნოლდმა დაიშურა.
"ის წარმოუდგენელია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მის შესაჩერებლად ბევრი ვიმუშავეთ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, არგენტინელები ამაყები უნდა იყვნენ, რომ ასეთი კალიბრის მოთამაშე ჰყავთ".
"იღბლიანი ვარ, რომ მის თამაშს მოედანზე, ცოცხლად ვუყურე, როდესაც ბურთს იღებს მთელი სტადიონი ფეხზე დგება, არ აქვს მნიშვნელობა, მოედნის რომელ მონაკვეთში იმყოფება - "ლა პულგას" მიმართ აღფრთოვანება ვერც პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ალან შირერმა დამალა.
შეგახსენებთ, მეოთხედფინალური შეხვედრა არგენტინის ნაკრებსა და ნიდერლანდებს შორის 9 დეკემბერს გაიმართება.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით
არგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]
არგენტინა არ არის რო გვინდა ისეთი გუნდი მაგრამ შანსი ნამდვილად ააქვს.