"სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია" - მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას დიდი სკანდალი მოჰყვა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. ნასერ ალ-ხატერიმ Reuters-თან ინტერვიუში იმ დაღუპული მუშების ამბავზე ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონების შენებას შეეწირნენ.

6 დეკემბერს კატარში ფილიპინელი მუშა საუდის არაბეთის საწვრთნელ ბაზაზე გარდაიცვალა. ის რესტრავრაციის დროს პანდუსიდან გადავარდა, სატვირთო მანქანას დაეცა და გარდაიცვალა.

Reuters-ის ჟურნალისტის პირველი კითხვაც ნასერ ალ-ხატერისთან სწორედ ეს იყო, რაზეც მან მიუგო:

"უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შუაში ვართ და თანაც ყველაფერი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს! ეს არის ის, რაზეც ახლა საუბარი გსურთ?! მუშა გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ მის
ოჯახს, მაგრამ უცნაურია, თუ რაზე გსურთ ფოკუსირება თქვენს პირველივე კითხვაზე. სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს შესაძლოა სამსახურშიც მოხდეს, ძილშიც. 

მუშათა სიკვდილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დიდი განხილვის თემაა. ყველაფერი, რაც ითქვა, აბსოლუტური სიცრუეა! ჩვენ ცოტა იმედგაცრუებული ვართ, რომ ჟურნალისტები ამძაფრებენ ამ ცრუ ნარატივს

ვფიქრობ, ბევრმა ჟურნალისტმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს და დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ ცდილობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემის გაშუქებას", - ამბობს ალ-ხატერი. 

კატარის სტადიონების მშენებლობას 6500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
სტადიონის მშენებლობა იყო თუ ომი?
1
უეფას არა, ფიფას ისტორიაში შევა შავ ლაქად.მსოფლიო ჩემპიონატს ფიფა ატარებს და არა უეფა.
G.LA -ს
14:24 09-12-2022
3

სიახლეები პოპულარული