ჩრდ. კორეაში სამხ. კორეის მატჩის ჩვენება საინტერესო წინაპირობით დაუშვეს...

AutoSharing Option
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მტრული ურთიერთობის შესახებ კარგად მოგეხსენებათ. Daily mail-ის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეელთა მატჩი ეთერში გაუშვეს. მეტიც, თითოეული მოთამაშის გვარიც კი წარმოთქვეს. ეს აქამდე აკრძალული იყო. მაშინ რამ გამოიწვია ყოველივე? იმან, რომ მატჩის შედეგი უკვე ცნობილი იყო - ბრაზილიელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ჩრდ. კორეის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე სწორედ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებს დაუპირისპირდა. მაშინ ბრაზილიის ნაკრებმა მეტოქისგან ერთი გოლი მიიღო, საბოლოოდ კი (2:1) გაიმარჯვა, თუმცა
ჩრდილოკორეული ტელევიზიის საშუალებით, ადგილობრივი მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ნაკრების გოლი აჩვენეს და "მოგების" შესახებ აცნობეს.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ფეხბურთს ეხება - ჩრდ. კორეაში აკრძალულია ევროპის ნებისმიერი საკლუბო ჩემპიონატის ჩვენება.

კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ აქ მმართველი მისი ვაჟი კიმ ჩენ ინია, თუმცა სიტუაცია მაინც უცვლელია.

altო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

altბრაზილია ცეკვასა და მონატრებულ ჩემპიონობას აპირებს - რა შეუძლია ხორვატიას?!

მკითხველის კომენტარები / 12 /
კიდე რომ იწუწუნებ, საქართველოში დავიბადეო
დავითი
16:05 09-12-2022
18
ნატურში შემეცოდა ჩრდილოეთ კორეელი ხალხი. ცუდ ხასიათზე დავდექი(!)... შესაცოდი ვიყავით ჩვენც, დამარცხებულს, კუდ ამოძუებულ და "საკუთარ ცხენს" გამოსწრებულ" ერს, გამარჯვება რომ აზეიმეს რუსეთთან აგვისტოს ომში.
ოკრიბელი
22:38 09-12-2022
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული