ნეიმარი სანაკრებო კარიერას ასრულებს? - ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ ემოციურად ისაუბრა და მინიშნება გააკეთა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა არ გამორიცხა, რომ "სელესაოში" კარიერა დაასრულოს. ეს განცხადება 30 წლის ვარსკვლავმა მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენლებში წაგების შემდეგ გააკეთა.

"ვფიქრობ, ახლა კარიერის დასრულებაზე საუბრის შესაფერისი დრო არ არის, რადგან ემოციებით სავსე ვარ, მაგრამ არაფრის გარანტიას არ ვიძლევი.

ვნახოთ, რა იქნება შემდეგში... მინდა, ეს დრო გამოვიყენო და ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრო. ვიფიქრო იმაზე, თუ რა მინდა საკუთარი თავისთვის. ეროვნულ გუნდს კარებს არ ვუხურავ, მაგრამ 100%-ით არ ვამბობ, რომ დავბრუნდები.

არ მჯერა, რომ ეს ხდება. დამარცხების ტკივილი ხანგრძლივი იქნება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბრაზილიელ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრებისადმი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის. ჩვენ ოცნებებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.... ახლა სახლში წასვლის დროა, სადაც ნამდვილად დავიტანჯები", - თქვა ნეიმარმა. 

alt"ეს კარმაა! სწორედ ამიტომ გავარდნენ" - თინა კანდელაკმა მუნდიალიდან გავარდნილ ბრაზილიას დასცინა და "სელესაოს" წაგების "მიზეზი" განმარტა

altბრაზილიის მარცხით გახარებული არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები [VIDEO]

altბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვენაცვალე ხორვატიას ფეხბურთზე ფიქრობდნენ და არა რაღაც სხვაზე .
zurabi
10 დეკემბერი 2022 20:00
2
ბრაზილიას ყველაფერი აქვს საჩემპიონოდ, გარდა გონიერი მწვრთნელისა და დისციპლინისა. მინდორზე ავიწყდებათ. რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და პარტნიორს დროზე უნდა მისცე პასი. ის პიჟონობა კი რაც მათ გოლის გატანის შემდეგ ჩაიდინეს (ცეკვა) არავის ეპატიება და არც ეპატიათ. არის ასეთი ქართული ლექსი: "ინგრევა ძველი კერპები, ვით ციხე-ბურჯი არმაზის... სწორედ ამასთან გვაქვს საქმე.
ჟორა გაბრიჭიძე
10 დეკემბერი 2022 19:38
9
ამას ტირილი კი არ უნდა, არამედ მეტოქის კონტრშეტევისას ერთი ადგილის განძრევა და საკუთარ საჯარიმოში ჩამოსვლა, რომ "გულაობდა" ხორვატიის ნახევარზე 5 კაცი გოლის დროს...
Zviads
10 დეკემბერი 2022 19:00
0
ადრე იყო ასეთი გამოთქმა, პიჟონი. ესენი იყვნენ პიჟონები. იმის მაგივრად ფეხბურთი ეთამაშათ, სხვა რამეებზე დაიწყეს ფიქრი, იგივე გერმანია, დანია და ა.შ. ვინც მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, კი იქნებიან ნახევარფინალში.
დიდება საქართველოს!
ლევანი
10 დეკემბერი 2022 17:27
2
მეც შევცდი და ბევრი ჩემზე მეტი მცოდნე ამ ნაკრებში..თუმცა კამერუნთან თუნდაც მეორე შემადგენლობისას გამოჩნდა მათი პრობლემა..პლუს ფირმინოს როგორ ამჯობინა ან ჟესუსი ან პედრო..ტიტემ წააგო დუელი..ხორვატიის მაგალითი მისაბაძია ჩვენთვის
კიეზა
10 დეკემბერი 2022 14:49
1
აბაა,ფირმინიოს დატოვება იქნებოდაა.
გეგი
10 დეკემბერი 2022 15:11
1
აი ამის მასხარა ცანცარა ფეხბურთელობა არ გაიშვას მართლა,წადი ბიძია პრიჩოსკას და ტატუაჟებს მიხედე,დიდი თემო ქეცბაია როგორც იტყვის ხოლმე.
ეჰჰ
10 დეკემბერი 2022 13:25
5
ტირილიც პიჟონური აქ
ბაბუაწვერა
10 დეკემბერი 2022 12:35
6
ტიპი დადიოდა მოედანზე,არანაირი მონდომება,მთელი ბრაზილიის ნაკრები დასეირნობდა.ეგონათ ასე ოფლის გამოუსვლელად მოუგებდნენ ხორვატიის ერთ მუშტად შეკრულ და ფიზიკურად კარგად მომზადებულ გუნდს.ვენაცვალე იაპონელეებს!!!
გიო
10 დეკემბერი 2022 12:28
5
არა რაა, ის გოლი როგორ გაატანინეთ, რამ დანა...ვაა ასე რომ 15 წუთის ვერ შეძელით ხორვატებას გაჩერება და ბურთის კონტროლი
ბს
10 დეკემბერი 2022 12:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული