მან თავისი ძმის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"ეს ყველაფერი, რაც ხდება, გულს ძალიან მწყვეტს. საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც შენთან ძალიან ახლოს არიან.
ვამაყობ შენით და შენ მიერ დაწერილი ისტორიით! ეს ბრძოლითა და დიდებით სავსე ისტორიაა!
როცა ჩემი შვილიშვილები მთხოვენ ლაპარაკს ბრძოლაზე, პატივზე, დიდებაზე, შრომაზე, თავგანწირვაზე, დაბრკოლებებზე, ადამიანურ ბოროტებასა და შურზე, როცა მთხოვენ ლაპარაკს თასებზე, მიზნებზე, ჯილდოებზე, ჩანაწერებზე, რომლებიც უპრეცედენტო მემკვიდრეობის ნაწილი გახდა, მე მათ
ადამიანის შესახებ, რომელიც დაიბადა უბრალო სახლში, შუა ოკეანეში, პორტუგალიის დედაქალაქიდან შორს. სახლში, სადაც იყო ვედროები და თასები წვიმის წყლის შესაგროვებლად. სახლში კი ხშირად წვიმდა.
იატაკი დაფარული იყო ჭუჭყიანი პლასტიკატით, აბაზანისთვის წყალს ცეცხლზე ვაცხელებდით, ერთ ოთახში ოთხ ბავშვს ეძინა აგურით დამაგრებულ ორ ლეიბზე. მამამისი სამხედრო იყო და მონაწილეობდა საზღვარგარეთულ ომში, დედა კი ობოლია, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა.
მე მოვუყვები მათ მის მიერ აშენებულ იმპერიაზე, მის სიძლიერეზე, იმაზე, თუ რა პირობა დადო და შეასრულა მან!
მის პერსონაზე მოვუყვები, რომ არასოდეს დანებდა, მაშინაც კი, როცა უკვე საფლავი ჰქონდა გათხრილი.. ფილმს ვაჩვენებ - ნამდვილ ფილმს მათი ბიძის ცხოვრებაზე.
მადლობა ღმერთს, რომ მისი ცხოვრების ნაწილი ვარ, მისი არაჩვეულებრივი ცხოვრების", - წერს ავეირო.
"რონალდოს სკამზე დატოვებით მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდები" - ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა